Çàãðóçêà...

ტრანსგენდერი კაცები აქცია მოთხოვნით "მე ქალი ვარ აღიარე" და პირველად საქართველო ტრანსექსუალების მსოფლიო კონკურსზე

წლევანდელი 8 მარტი ფემინისტებმა და ლგბტ-აქტივისტებმა საქართველოში ტრანსგენდერ “ქალთა” უფლებების დაცვის დღედ გამოაცხადეს. და ამასთან დაკავშირებით 8 მარტს, 15:00 საათზე თბილისში, იუსტიციის სახლთან ტრანსგენდერები და ლგბტ-აქტივისტები აპირებენ გამართონ აქცია სახელწოდებით – “მე ქალი ვარ, აღიარე!” – რომლის მოთხოვნაც იქნება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში ტრანსგენდერებისთვის სქესის შეცვლის პროცედურის გამარტივება.დღეისთვის საქართველოში სქესის იურიდიულად შესაცვლელად და ამ ცვლილების პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში დასაფიქსირებლად საჭიროა სქესის შეცვლის ოპერაციის გაკეთება და ამ ოპერაციის დამადასტურებელი ცნობის არსებობა. ხვალისთვის დაგეგმილ აქციაზე ორგანიზატორები მოითხოვენ, სქესის იურიდიული ცვლილებისთვის ოპერაციის საჭიროება გაუქმდეს და ამ ცვლილებისთვის საკმარისი იყოს მხოლოდ სქესის შეცვლის მსურველის შემთხვევაში გენდერული დისფორიის არსებობის დამადასტურებელი ფსიქოლოგიური დიაგნოზი.
ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 8 მარტს დაგეგმილ აქციაზე ლგბტ-აქტივისტები მოითხოვენ, რომ თუ ტრანსგენდერის შემთხვევაში, რომელიც ბიოლოგიურად ჩვეულებრივი მამაკაცია, მაგრამ თავს ქალად მიიჩნევს, ფსიქოლოგი დაასკვნის, რომ მას მართლა აქვს ფსიქოლოგიური დარღვევა სახელწოდებით “გენდერული დისფორია”, მაშინ, უკვე ამ ფსიქოლოგიური დიაგნოზის საფუძველზე, სახელმწიფომ ტრანსგენდერი მამაკაცი იურიდიულად ქალად უნდა აღიაროს და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში ჩაუწეროს, რომ ის ქალია.


*************************************************************************

ტრანსექსუალების მსოფლიო კონკურსზე საქართველოს კესარია აბრამიძე წარადგენს. ჩვენ ამ თემაზე კესარიას ვესაუბრეთ.
- როგორ მოხდა შენი მიწვევა მსოფლიო კონკურსზე?
- თავად დამიკავშირდნენ ამ კონკურსის წარმომადგენლები და შემომთავაზეს მონაწილეობა. შევავსე ანკეტა და დავაკავშირე ჩემს პროდიუსერს. მათ აინტერესებდათ ვიდეო რგოლები, რადგან ფოტოებში დღეს ყველა ლამაზია, ყველაზე უშნოც კი. გადავუგზავნეთ ვიდეორგოლი უმაკიაჟოდ და საცვლებში. მოითხოვეს წონა, პარამეტრები, ასაკი, ინფორმაცია საქმიანობაზე. 5 დღეში მეილზე მოსალოცი წერილი მივიღე, სადაც ეწერა, რომ მე ოფიციალური წამომადგენელი ვარ საქართველოდან ამ კონკურსზე.
 скачать dle 11.3
></div>
	<div class=4 870 / 07 მარტი 2018
სხვა სიახლეები
Çàãðóçêà...
კომენტარები