Çàãðóçêà...

დაპირისპირება რუსთავი 2-ში თანამშრომლებსა და მენეჯმენტს შორის დატოვებენ თუ არა ჟურნალისტები არხს?!

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თანამშრომლები არხის მენეჯმენტს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი “რუსთავი 2”-ში ფინანსურ კრიზის უკავშირდება. არხზე ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით დიდი ხანია პრობლემები არსებობს.“რუსთავი 2”-ის თანამშრომლებს ბოლო თვეების განმავლობაში ფინანსური კრიზისის გამო განახევრებულ ხელფასებს დაგვიანებით იღებდნენ, ჟურნალისტები და ოპერატორები დიდი ხნის განმავლობაში ხელფასების სრულად გაცემას მოითხოვდნენ, ამავე მიზეზით ხშირად იყო დაპირისპირებები ჟურნალისტებსა და მენეჯმენტს შორის.
“რუსთავი 2”-ის მენეჯმენტმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით ტელეკომპანიის თანამშრომლებს თებერვლის ხელფასები პრემიებთან ერთად ჩაურიცხა, თუმცა გუშინ თანამშრომლებს ჩარიცხული პრემიების უკან დაბრუნება მოთხოვეს. მენეჯმენტის მიერ გაცემული პრემიების უკან დაბრუნების მოთხოვნამ გააღიზიანა ტელეკომპანიის თანამშრომლები, რამაც “რუსთავი 2”-ში დაპირისპირება გამოიწვია.
წყარო marshalpress.ge
скачать dle 11.3
></div>
	<div class=525 / 06 მარტი 2018
სხვა სიახლეები
Çàãðóçêà...
კომენტარები