Çàãðóçêà...

მიხეილ სააკაშვილი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

ოკუპირებულ ცხინვალში, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას საქართველოს მესამე პრეზიდენტი “ფეისბუქით” ეხმაურება:“არჩილ ტატუნაშვილმა გიორგი ანწუხელიძის მსგავსად უარი თქვა ოკუპანტებისთვის ქედის მოდრეკაზე. ვისაც მის წამებით მკვლელობაზე უნდა ეპასუხა, ივანიშვილმა ციხეში ჩასვა (რომა შამათავა და სხვები). თან თბილისში ზის ხელისუფლება, რომელმაც გადასცა რუსეთს ჩვენი მებრძოლების სიები და მთელი ეს პერიოდი წულუკიანი ლობირებს ჰააგის სასამართლოში საქართველოს ჯარისკაცების გამტყუნებას, ხოლო პრეზიდენტ მარგველაშვილის თანამშრომელი ანა დოლიძე პირდაპირ რუსულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა ამ საკითხში. ესაა უტყუარი ფაქტები და ამიტომ, სანამ ქვეყანას ივანიშვილი მართავს, ახალ დიდ უბედურებებს უნდა ველოდოთ.
ჩემი გულწრფელი სამძიმარი საქართველოს ერთგული ჯარისკაცის არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს.” წერს მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.скачать dle 11.3
></div>
	<div class=834 / 27 თებერვალი 2018
სხვა სიახლეები
Çàãðóçêà...
კომენტარები