Çàãðóçêà...

მიხეილ სააკაშვილის უზრდელური და სკანდალური განცხადება ბიძინა ივანიშვილზე

პოლონეთში მყოფმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვარშავაში შესვლისას პრობლემები არ შექმნია, პირიქით, მას ქვეყნის პარლამენტარებიც კი დახვდნენ აეროპორტში და პოლონეთის ხელისუფლებამ მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაცვაც გამოუყო. სააკაშვილი პოროშენკოს და ივანიშვილის „ოლიგარქიული რეჟიმების“ წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებას აპირებს და აცხადებს, რომ მისი აქტიური ბრძოლით „ორივენი დაემხობა“. 
„ივანიშვილი არის ქვეშაფსია, ლაჩარი და არარაობა... ამ კაცს რამის თავი რომ ჰქონოდა, ხომ მოილაპარაკებდა საქართველოში ჩემ გადაცემაზე. არაფრის თავი არ აქვთ, არიან მხდალები, არიან მათხოვრები, არიან ფლიდები... მე გავაგრძელებ ბრძოლას მათ წინააღმდეგ საქართველოში და ამ ოლიგარქების წინააღმდეგ და ორივენი დაემხობა და ამ დამხობაში, ამ ჩამოშორებაში ხელისუფლებიდან, მშვიდობიანში, მე ვითამაშებ გადამწყვეტ როლს. თუ რამის თავი ჰქონდათ, სიამოვნებით გადამცემდნენ უკრაინელები იქ, მაგრამ არც ერთს ჰქონდა თავი და არც მეორეს - ორივეს ისე ეშინიათ ჩემი, როგორც ცეცხლის“, განაცხადა სააკაშვილმა ვარშავიდან „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში სატელეფონო ჩართვისას.скачать dle 11.3
></div>
	<div class=844 / 12 თებერვალი 2018
სხვა სიახლეები
Çàãðóçêà...
კომენტარები