loading...

ინფორმაცია სპეციალურად ქართველი ემიგრანტებისთვის "ფულადი გზავნილების განმახორცილებელი პირები დაიბეგრებიან"

საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს - "ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების საგადახდო მომსახურების პროვაიდერებად რეგისტრაციის ვალდებულება. "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში 2017 წლის 23 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი აღარ ითვლება საფინანსო სექტორის დამოუკიდებელ სუბიექტად. რაც შეეხება აღნიშნული კანონის ამოქმედების მომენტისათვის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულ ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირებს, მათ, ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, 2018 წლის 12 ივლისამდე უნდა უზრუნველყონ საქართველოს ეროვნულ ბანკში საგადახდო მომსახურების პროვაიდერად დარეგისტრირება ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან (მათ შორის, კომერციულ ბანკთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან) საგადახდო მომსახურების აგენტის ხელშეკრულების გაფორმება. ზემოაღნიშნული 6 თვიანი ვადის ამოწურვამდე კი, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების საქმიანობის ზედამხედველობის მარეგულირებელი საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. ამ საკითხთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდითნომერზე 2 406 406"скачать dle 11.3
></div>
	
  
   
        
        
        <div class=1 080 / 29 იანვარი 2018
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები