Çàãðóçêà...

სასწრაფოდ! ექსკლუზიური კადრები ვინ მოკლა ზაჰესში ცოლ-ქმარი (იხ. ვიდეო, სადაც ასახულია მკვლელი)

ზაჰესში, ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით "პრაიმტაიმისთვის" დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. 66 წლის ერვანდ ტატიშვილი და მისი 51 წლის მეუღლე ინგა ხუბაევი 14 იანვარს, გვიან საღამოს საკუთარ მაღაზიაში მოკლეს.
ჩვენი ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 50 მეტრში მდებარე სატვირთო ავტომობილების სადგომზე დამონტაჟებულმა ვიდეო კამერამ დააფიქსირა. "პრაიმტაიმს" ხელში ჩაუვარდა აღნიშნული ჩანაწერი. კადრებში ჩანს, თუ როგორ შედის სუსტი აღნაგობის მამაკაცი მაღაზიაში, რომელიც შიგნიდან კეტავს კარს.
"პრაიმტაიმს" ავტოსადგომის თანამშრომელმა განუმარტა, რომ  ჩანაწერები პოლიციამ უკვე ამოიღო, თუმცა მისთვის უცნობია მოხდა თუ არა კადრებში დაფიქსირებული პირის იდენტიფიცირება.
ჩანაწერი, 14 იანვარს დაახლოებით 23:00 საათზე არის გაკეთებული. ეს ის პერიოდია, როდესაც ძველით ახალ წელთან დაკავშირებით ქუჩაში პერიოდულად პიროტექნიკის აფეთქებების ხმა ისმოდა, შესაბამისად იარაღის გასროლას მეზობლების ეჭვი არ გამოუწვევია. იქვე მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი გვიყვება, რომ "მეზობლებმა გასროლის ხმა შენიშნეს, თუმცა ეს სწორედ საახალწლო ფეირვეკრებს დაუკავშირეს და ყურადღება არ გაუმახვილებიათ".
ცნობილია, რომ გარდაცვლილები პურისა და მზა პროდუქტების დისტრიბუტორმა ვინმე გელამ აღმოაჩინა. ეს პიროვნება ავჭალის პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას. მისი ახლობლების გადმოცემით, დისტრიბუტორი ერვანდ ტატიშვილის მაღაზიას პროდუქტის ჩასაბარებლად  08:30 საათზე ესტუმრა, თუმცა მაღაზიის კარი დაკეტილი დახვდა. ცოლ-ქმარი მაღაზიას დილის 08:00 საათზე აღებდა და დაახლოებით 23:00 საათზე კეტავდა.
როგორც ირკვევა, ადგილზე მისული დისტრიბუტორი მაღაზიაში ანთებულმა სინათლემ დააეჭვა, რის შემდეგაც მაღაზიის მეპატრონეებთან ტელეფონით დაკავშირება სცადა, თუმცა არცერთი მათგანი ზარს არ პასუხობდა.
,,თვითონ ეს ცოლ-ქმარი მაღაზიის უკან ცხოვრობდა, იქ აქვთ სახლი. როდესაც გელას მაღაზია დაკეტილი დახვდა და არც ტელეფონზე პასუხობდნენ გვერდიდან მოუარა და სახლში შევიდა. სახლის კარი დაკეტილი დახვდა, მაღაზიის კარიც სახლის მხრიდან ღია იყო. დაინახა, რომ იქვე დახლებთან ამ ქალის დასისხლიანებული ცხედარი ეგდო. იქვე იყო მისი მეუღლის ცხედარიც. შოკიდან ვერ გამოსულა ახლაც. ეგრევე გამოიძახა პოლიცია და მთელი დღე განყოფილებაში ჰყავდათ დაკითხვაზე. სავარაუდოდ, მკვლელი მაღაზიაში გზის მხრიდან შევიდა და უკნიდან, სახლის გავლით დატოვა ტერიტორია", - გვიყვება საქმის მთავარი მოწმის, დისტრიბუტორის ახლობელი.
ის, რომ მკვლელმა შემთხვევის ადგილი მართლაც სახლის გავლით დატოვა ამას ჩვენს მიერ მოპოვებული ვიდეო-თვალის ჩანაწერებიც ადასტურებს, სადაც კადრებში დაფიქსირებული პიროვნების მაღაზიიდან გამოსვლის ფაქტი საერთოდ არ ჩანს.
ადგილობრივები ყაჩაღობის ვერსიას ეჭვ ქვეშ აყენებენ, ვინაიდან მათი გამოკითხვის დროს, პოლიციამ თავადვე დაადასტურა, რომ მაღაზიიდან წაღებული არაფერია, მიუხედავად იმისა, რომ ცოლ-ქმარს იქ საკმაოდ სოლიდური თანხა ჰქონდათ.
მეზობლები მკვლელობის მოტივად პირად შურისძიებას არ გამორიცხავენ, თუმცა იქვე განმარტავენ, რომ რაიმე სერიოზული კონფლიქტის შესახებ არაფერი სმენიათ. მათი გადმოცემით, ინგა ხუბაევის ცხედარს ცეცხლნასროლი ჭრილობების გარდა, სხვა მრავალი დაზიანებაც აღენიშნებოდა.
"სამძიმარზე იყვნენ წასულები მეზობლები. ნახეს, რომ ცხედარი მთლიანად დასახიჩრებულია. ქალი სასტიკად არის ნაცემი", - გვიყვება იქვე მცხოვრები ერთ-ერთი მეზობელი.
ადგილობრივები მომხდარის შესახებ ღიად არ საუბრობენ, თუმცა პირად საუბარში ყვებიან, რომ გარდაცვლილთა ოჯახის არაერთი ახლობელი დაკითხვაზე ჰყავდათ გადაყვანილი და ყველა მათგანს აუღეს დნმ-ს ანალიზი, მათ შორის საუბარია მეზობლებზე და ნათესავებზე.
ცნობილია, რომ ინგა ხუბაევი ერვანდ ტატიშვილის მეორე მეუღლე იყო. პირველი ქორწინებიდან ტატიშვილს ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავს. ორივე გარდაცვლილი წარმოშობით ახალგორის რაიონიდან არის. ცხედრები წეროვანის დევნილთა დასახლებაში მდებარე საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარის ირგვლივ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) და 236-ე (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით აგრძელებს. შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, გამოძიება ამ ეტაპზე ოჯახის საკონტაქტო პირთა წრეს ადგენს.
„ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. აქ გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ფაქტზე და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე. მოტივთან და დამატებით დეტალებთან დაკავშირებით, როგორც კი გვექნება ინფორმაცია, დამატებით მივაწვდით საზოგადოებას“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ასევე ვკითხეთ, მოხდა თუ არა ვიდეო-თვალის ჩანაწერებში დაფიქსირებული პირის იდენტიფიცირება, თუმცა უწყებაში გამოძიების დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. 
წყარო primetime.ge
 
скачать dle 11.3
></div>
	<div class=759 / 17 იანვარი 2018
სხვა სიახლეები
Çàãðóçêà...
კომენტარები