Çàãðóçêà...

ბიძინა ივანიშვილის საჩუქარი სრულიად საქართელოს, რომელსაც არავინ ელოდა

ბატონი ბიძინას საჩუქარი მდგომარეობს შემდეგში ამა წლის პირველ იანვარს სრულიად საქართველოს გაუძვირდა ელექტროენერგიის საფასური. 

 პირველი საფეხური (101 კვტ.სთ-ის ჩათვლით)
მოქმედი ტარიფი 12.980 თეთრი
ახალი ტარიფი 14.54 თეთრი

– მეორე საფეხური (101-301 კვტ.სთ)
მოქმედი ტარიფი 16.992 თეთრი
ახალი ტარიფი 18.55 თეთრი

– მესამე საფეხური (301 კვტ.სთ-ზე მეტი)
მოქმედი ტარიფი 21.476 თეთრი
ახალი ტარიფი 23.03 თეთრი


,,საქართველოში 2018 წელს სამი ჰიდროელექტროსადგური შევა ექსპლუატაციაში. მათი ჯამური სიმძლავრე 15 მეგავატი იქნება. ეს გლდანში მდებარე ივანიშვილის ბიტკოინის გამომმუშავებული საწარმოს მოთხოვნის მხოლოდ მეოთხედს თუ დააკმაყოფილებს. ამ ”ქარხნის” წვლილი საქართველოს ეკონომიკაში ნულის ტოლია.
ქვეყანაში გაჩნდა კრიპტოვალუტების ”მომპოვებელი” ათასობით სევერვერი, რომელთა ნაწილი განლაგებლია ბინებში, ნაწილი საამქროებში და სხვა სახის ფართებში. ისინი ნთქავენ დიდძალ იაფ ელექტროენერგიას და ქმნიან მის დეფიციტს ეკონომიკის ჯანსაღი სეგმენტისათვის, ზრდიან დენის იმპორტს და იწვევენ უცხოური ვალუტის გადინებას.
საქართველო მესამე ადგილზეა მსოფლიოში ასეთი სერვერების სიმძლავრით( ბიტკოინის გამომუშავებით), რასაც განაპირობებს იაფი ელექტროენერგია( ივანიშვილისთვის შეღავათიან ფასად), იაფი უძრავი ქონება( ივანიშვილისთვის მიწა მუქთად) და ამ ბიზნესის იატაქვეშ საქმიანობა( ივანიშვილისთვის- ლეგალური საგადადახადო შეღავათები).
ვინაიდან ივანიშვილის კომპანიისთვის შეღავათები სამუდამოა( ”ინვესტორის” დაცვა), ხოლო ქვეყანაში ელექტროენერგიის ტარიფები დამახინჯებული, ამ პრობლემის დაძლევა ძალზე ძნელია. პირველი ნაბიჯი მისი ლეგალიზაცია უნდა იყოს.
რაც შეეხება ივანიშვილის ქარხნებს გორში და გლდანში, მათ გაფართოებას ვერაფერი შეუშლის ხელს-ე. წ. თავისუფალი ეკონომიკური ზონის სტატუსი აქვთ. ამიტომ კიდევ რამდენიმე ელექტროსადგურის აშენება დაგვჭირდება, რომ ეს პარაზიტული საწარმოები კვებონ“ – წერს რომან გოცირიძე.скачать dle 11.3
></div>
	<div class=8 187 / 09 იანვარი 2018
სხვა სიახლეები
Çàãðóçêà...
loading...
კომენტარები