Çàãðóçêà...

ვლადიმერ პუტინის საგანგებო განცხადება მიხეილ სააკაშვილზე

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინაში მის მოღვაწეობას შეეხო. 
„მე ვთვლი, რომ ის, რასაც სააკაშვილი აკეთებს, არის სახეში შეფურთხება ქართველი ხალხისათვის და სახეში შეფურთხება უკრაინელი ხალხისათვის. როგორ ითმენთ ამას აქამდე? ის ხომ არის ადამიანი, რომელიც იყო დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს პრეზიდენტი და მეთაური. ახლა კი მოედნიდან მოედანზე დარბის და ყვირის, მთელი მსოფლიოს გასაგონად: „მე უკრაინელი ვარ!“. რა მოხდა, უკრაინაში ნამდვილი უკრაინელები აღარ არიან? და უკრაინა ყველაფერ ამას ითმენს, გესმით?! საცოდაობაა ამის ყურება. გული მტკივა“, - თქვა ვლადიმერ პუტინმა.
 
რეპლიკას დარბაზში ტაში მოჰყვა. პრესკონფერენციას 1640 ჟურნალისტი ესწრებოდა. скачать dle 11.3
></div>
	<div class=486 / 15 დეკემბერი 2017
სხვა სიახლეები
Çàãðóçêà...
კომენტარები