loading...

1 ლარი და 18 ის ნაცვლად 1 ლარი და 13 თეთრი საკვებად საკმარისია

2018 წელს უფასო სასადილოების ერთ ბენეფიციარზე 1 ლარი და 18-ის ნაცვლად 1 ლარი და 13 იქნება გათვალისწინებული.საუბარია გლდანზე, სადაც დოკუმენტების მიხედვით, ტენდერზე გამარჯვებული კომპანია ერთი ბენეფიციარის გამოსაკვებად 1.13 ლარს დახარჯავს. განცხადება ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საკრებულოს დეპუტატმა, "ენმ"-ს წევრმა ირაკლი ნადირაძემ გააკეთა:

„იმ ფონზე, როდესაც კატასტროფულად არის გაუფასურებული ლარი, გაძვირებული საკვები პროდუქტები, კახი კალაძემ დააწესა სირცხვილის ახალი ნიშნული და 1.18 ლარის ნაცვლად ის აპირებს მაგალითად გლდანის რაიონში, რომ 1.13 ლარად გამოკვებოს 6000-ზე მეტი ბენეფიციარი. ეს არის თბილისელების დაცინვა, ეს არის ხალხის დაცინვა,“ - აცხადებს ირაკლი ნადირაძე.


скачать dle 11.3
></div>
	
  
   
        
        
        <div class=984 / 12 დეკემბერი 2017
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები