სასწრაფოდ: რა ხდება ამ წუთებში საქართველოს კანცელარიასთან მობილიზებულია პოლიცია სხვდასხვა უბნებიდან დაიძრა ხალხი

loading...
"გლდანიდან, გარეუბნიდან უკვე დაიძრა ხალხი. რადგან მთავრობა ვერ მიდის ამათ გაყვანაზე, თვითონ ხალხმა ფიზიკურად ეს ხალხი გაიყვანოს. თუმცა, ჩვენ გვინდა მთავრობას დავუდასტუროთ, რომ თუკი ამ ხალხს, რომელიცა რაფერს ეწევა გარდა პროვოკაციისა, თუ ისინი გავლენ, ჩვენ არ ვაპირებთ არავის ჩაქოლვას", — განაცხადა ჰომოფობიური კონტრაქციის მონაწილე გურამ ფალავანდიშვილმა.მან მოუწოდა კონტრაქციის მონაწილეებს, რომ თუ დატოვებენ აქტივისტები ტერიტორიას მათ ფიზიკურად არ შეეხონ. "სხვა შემთხვევაში ჩვენი ღირსების საკითხია", — განაცხადა მან.
ფალავანდიშვილმა ეს განცხადება პოლიციის გარემოცვაში გააკეთა. მუქარის მიუხედავად ის არ დაუკავებიათ.
მთავრობის კანცელარიასთან, სადაც ლგბტ პირების აქცია და ჰომოფობიური ჯგუფების კონტრაქცია მიმდინარეობს ყვითელი ავტობუსები მიიყვანეს.თბილისი პრაიდის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ ავტობუსებით გასვლას არ აპირებენ. მისი თქმით, კანცელარიასთან იქამდე დარჩებიან, სანამ ხელისუფლება პოზიციას არ დააფიქსირებს.


скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=1 087 / 14 ივნისი 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები