თუშეთში დატრიალებულ ტრაგედია გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეები არიან

loading...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თუშეთში მანქანის გადავარდნის შედეგად გარდაცვლილიც და დაშავებულიც საქართველოს მოქალაქეები არიან.უწყების ცნობით, სავარაუდოდ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ფშაველი-ომალოს მე-18 კმ-ზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.
სავარაუდოდ, ავტომობილის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და გადავარდა ხევში. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ავტომობილის მგზავრი 1984 წელს დაბადებული მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე. აღნიშნული ავტომობილის მძღოლი, ასევე საქართველოს მოქალაქე კი დაშავებულია, რომელიც გადაყვანილია საავადმყოფოში.
ადგილზე იმყოფებიან პოლიციის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
  скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=1 797 / 14 ივნისი 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები