მამუკა ბახტაძე უმძიმეს მდგომარეობაშია "ეს ჩემთვის პირადი ტრაგედიაა..."

loading...
ბათუმში, 7 ჰექტარ ფართობზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ ინიცირებული ახალი მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა იწყება. 
პროექტი დღეს მთავრობის მეთაურმა პირადად წარადგინა. 

თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე კომაროვის სკოლას, საერთო საცხოვრებელს, პროფესიული განათლების ცენტრს, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკას, სახელოვნებო სკოლებს, სპორტულ მოედნებსა და სარეკრეაციო სივრცეს გააერთიანებს. 

როგორც პრემიერ-მინისტრმა ახალი მშენებლობის პრეზენტაციაზე განაცხადა, მთავრობის მიზანია, მსგავსი პროექტები საქართველოს ყველა კუთხეში განხორციელდეს, რათა ახალგაზრდებმა თავიანთი ნიჭისა და ცოდნის სრულფასოვანი რეალიზაცია შეძლონ. 

"მე ძალიან ბევრი მოსაზრება და მათ შორის უსაფუძვლო კრიტიკა მოვისმინე იმ საკითხზე, თუ რატომ არის განათლება ეროვნული იდეა. განათლება ჩვენთვის ეროვნული იდეაა იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის დაძლევისკენ, იმისკენ, რომ 21-ე საუკუნეში საქართველო ვაქციოთ წარმატებულ ქვეყანად და მე ამის ღრმად მწამს. ქართველ ერს აქვს უნიკალური ნიჭი და პოტენციალი", - განაცხადა პრემიერმა. 

პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტის მნიშვნელობას, რომელიც შემდეგი ათწლეულების განმავლობაში ყველა მთავრობას დაავალდებულებს, ბიუჯეტის ყველაზე დიდი რესურსი არა მომდევნო არჩევნებში, არამედ ქვეყნის მომავალში მიმართოს. 

"ამ პროექტის განყოფელი ნაწილი მასწავლებლების ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფაა. ჩემთვის პირადი ტრაგედიაა, რომ საქართველოში, მასწავლებლის ხელფასი საშუალო სტატისტიკურ ხელფასზეც კი დაბალია. შემოდგომიდან მასწავლებლების ხელფასებს ვზრდით მინიმუმ 150 ლარით, ზრდა ყოველწლიურად გაგრძელდება და 2022 წელს მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1500-დან 1800 ლარამდე იქნება. ქვეყანამ, რომელიც პედაგოგის ღვაწლს ვერ დააფასებს, შეიძლება, არა მხოლოდ მომავალი, არამედ წარსულიც დაკარგოს. მინდა, კიდევ ერთხელ მივესალმო ჩვენს მასწავლებლებს და განსაკუთრებით მოვეფერო ჩვენს ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომლებმაც წლების განმავლობაში ასეთი მწირი და ხშირ შემთხვევაში საერთოდ დაფინანსების არქონის პირობებში შეძლეს და ჩვენამდე მოიტანეს დღევანდელი განათლების სისტემა, რომელსაც სჭირდება ახალი ენერგია, ახალი ინვესტიციები, ახალი ხედვა და ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=3 125 / 17 მაისი 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები