loading...

სასწრაფოდ: გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება მდინარეებში წყლის დონემ შესაძლოა საშიშ ნიშნულს მიაღწიოს

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციამ რეგიონში მდინარეების შესაძლო ადიდების შესახებ გაფრთხილება მიიღო.გარემოს ეროვნული სააგენტო ადმინისტრაციას ატყობინებს, რომ ამინდის გაუარესების გამო, შესაძლებელია რეგიონის მდინარეებში წყლის დონემ საშიშ ნიშნულს მიაღწიოს და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები გააქტიურდეს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით, რეგიონი მოსალოდნელი სირთულეებისათვის მზად არის.
“რეგულარულად ვიღებთ ინფორმაციას მუნიციპალიტეტებიდან, მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს საგანგებო სიტუაციების სამსახურთან და მზადყოფნაშია ტექნიკა,“-აღნიშნა შიოშვილმა „პრაიმტაიმთან''.
კახეთში რამდენიმე, მოსახლეობისათვის საფრთხის შემცველი მდინარე და ხევია, მათ შორისაა მდინარე დურუჯი, რომელის კალაპოტი დასახლებულ პუნქტზე მაღლა მდებარეობს.

უკვე მეორე დღეა, კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, გადაუღებლად წვიმს.
 
 скачать dle 11.3
></div>
	
  
   
        
        
        <div class=920 / 17 აპრილი 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები