loading...

სასიხარულო ინფორმაცია, რომელიც ამ წუთბში ვრცელდება 20 აპრილიდან იწყება...

 „შაბათიდან იწყება დამშვიდება და შემდეგი კვირა შედარებით მშვიდი იქნება. თუმცა ტრამვებისა დ ავარიების ალბათობა ჯერ კიდევ დიდია...“ - აცხადებს მიხეილ ცაგარელი და ზოდიაქოს ნიშნების შესახებ ვრცელ პროგნოზს გვთავაზობს.ვერძებო, ძალიან გიყვართ ჯირითი და იმის დამტკიცება რომ ყველაზე მაგრები ხართ. ამიტომ სიფრთხილე საჭესთან, რადგან არასასურველი ტრამვებით არ დასრულდეს. ამ კვირაში ფულს იშოვით, მაგრამ ორ იმდენს დახარჯავთ, ამიტომ ყურადღება გმართებთ.
კუროებისთვის საყურადღებო პერიოდია, რადგან 20 აპრილიდან აღმავლობის ხანა გეწყებათ. ჯერ კიდევ გყავთ ფარული მტრები და თქვენს ზურგსუკან იჩენენ თავს. სანამ თქვენი ნიშანი შემოვა, შეიძლება წინა ნიშანმა მაინც კუდი მოიქნიოს. ამიტომ მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს.
ტყუპებს ძალიან კარგი ორატორული უნარები გაქვთ, მაგრამ სამსახურეობრივი პრობლემები მაინც 20 აპრილამდე იჩენს თავს. ასევე შესაძლებელია პარტნიორთან გართულებული ურთიერთობები, თუმცა ეცადეთ, რომ არ აჰყვეთ.
კირჩხიბების ენერგოტონუსი დაბალია, 19 აპრილის ჩათვლით იყავით ყურადღებით და საკუთარ თავზე სერიოზულ რაღაცებს ნუ აიღებთ. ასევე სირთულეები სამსახურში, შეიძლება უფრო მეტის გაკეთება მოგიხდეთ, ვიდრე შეგიძლიათ.
ლომი უშიშარია და მებრძოლია, რადგან მაღალია მისი ენერგეტიკა, დაძაბულობაც მატულობს, რაც უყაირათობას და სულსწრაფობას იწვევს. ასევე პრობლემებია სამსახურში უფროსებთან, სიფრთხილე გამოიჩინეთ. მშვიდობით მოაგვარეთ ნებისმიერი პრობლემა.
ქალწულებსისევ სამსახურეობრივი პრობლემები შემოუტევს, რისი მოგვარებაც 20 აპრილის მერე უფრო გაუადვილდება. რაც მთავარია არ აჰყვეთ ემოციებს და მეტი დრო გაატარეთ შინ, ოჯახურ გარემოში.
სასწორს საკმაოდ გაურთულდება ურთიერთობები გარშემომყოფებთან, რადგან გადაუხვევს არჩეული გზიდან და რაც ყველაზე ცუდია დიპლომატობის შეგრძნებას დაკარგავს.
მორიელი 19 აპრილს საბოლოოდ დაამთავრებს კარმული ვალების დაბრუნებას, რაც როგორც ფინანსურ ისე სულიერ მხარეს ითვალისწინებს. ეს გზა გასავლელია და აუცილებლად უნდა გაგევლოთ, მაგრამ მაინც მოერიდეთ ზედმეტის აღებას საკუთარ თავზე.
მშვილდოსნებმა უარი უნდა თქვან მსხვილ საყიდლებზე, ასევე დიდია კონფლიქტების ალბათობა, განსაკუტრებულად სახლში. შემოიფარგლეთ ყოველდღიური აქტივობით. 19 აპრილის შემდეგ კი შეიძლება პერსპექტიული სამსახურიც იპოვოთ.
თხისრქას დაძაბული პერიოდი აქვს, განსაკუთრებულად სამსახურში და ასევე უფროს თაობასთან. ინტერესთა კონფლიქტის გამო, გამორიცხულია ზედმეტად გადაიტვირთოთ. სხვას ნუ მოახვევთ საკუთარ ნება-სურვილს.
მერწყულებმაამ კვირაში გადაიხადეთ არსებული ჯარიმები. დაათბეთ ურთიერთობა უფროსებთან. გეძლევათ დიდი შესაძლებლობები, მაგრამ არა იმ დონით როგორც თქვენ გსურთ.
თევზებო ყურადღებით, რადგან 20 აპრილამდე ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, განსაკუთრებულად უცნობ ადამიანებთან. დიდია თქვენი მოტყუებისა და დანაკარგის მცდელობა.

 скачать dle 11.3
></div>
	
  
   
        
        
        <div class=1 385 / 17 აპრილი 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები