სასწრაფოდ: საქართველოს მოქალაქეს ირანში გაროზგვა ემუქრება - რა საქმეს განიხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო?

loading...
ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში შე­სუ­ლია საქ­მე, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ინი­ცი­ა­ლე­ბით გ.ს, ბულ­გა­რეთს უჩი­ვის და მო­ი­თხოვს, არ მოხ­დეს მისი ექ­სტრა­დი­რე­ბა ირან­ში.
საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­სა­მარ­თლომ 4 აპ­რილს გა­მო­ი­ტა­ნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბა უწყე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზეც გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ბულ­გა­რე­თის მხა­რეს მო­უ­წო­და, რომ ქურ­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ირანს არ გა­დას­ცეს, რად­გან მას იქ წა­მე­ბა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა, კერ­ძოდ გა­როზგ­ვა ემუქ­რე­ბა.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს პრეს­რე­ლი­ზის მი­ხედ­ვით, გ.ს ბრალ­დე­ბუ­ლია ქურ­დო­ბა­ში, რაც ირან­ში გა­მათ­რა­ხე­ბით ის­ჯე­ბა და სა­ვა­რა­უ­დოდ ბრალ­დე­ბულს 74 როზ­გი ემუქ­რე­ბა ირა­ნუ­ლი კა­ნო­ნე­ბის მი­ხედ­ვით. ასე რომ, უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­სარ­ჩე­ლის ირა­ნის­თვის გა­და­ცე­მით, და­ირ­ღვე­ვა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მე­სა­მე მუხ­ლი, რო­მე­ლიც კრძა­ლავს წა­მე­ბა­სა და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბას.

ამო­ნა­რი­დი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს პრეს­რე­ლი­ზი­დან
რაც შე­ე­ხე­ბა საქ­მეს, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე გ.ს 68 წლი­საა (და­ბა­დე­ბუ­ლია 1951 წელს). ის ამ­ჟა­მად სო­ფი­ა­შია და­კა­ვე­ბუ­ლი, სა­დაც 2016 წლის დე­კემ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­ვი­და და აე­რო­პორ­ტში­ვე და­ა­კა­ვეს, რად­გან ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით იძებ­ნე­ბო­და.

მას ბრა­ლად ედე­ბა 50 000 ევ­როს მო­პარ­ვა თე­ი­რან­ში მდე­ბა­რე ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლე­ლი პუნ­ქტი­დან, და­ნა­შა­უ­ლი გ.ს-მ 2016 წელს ჩა­ი­დი­ნა. 2017 წლის აპ­რილ­ში სო­ფი­ის სა­სა­მარ­თლომ ექ­სტრა­დი­რე­ბის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლა და გა­და­წყვი­ტა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა ექ­სტრა­დი­ცია, რად­გან ირა­ნუ­ლი მხა­რის­გან მი­ი­ღო და­პი­რე­ბა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ არ იქ­ნე­ბო­და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა და ის ირან­ში ცი­ხე­ში მო­იხ­დი­და სას­ჯელს.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას ქარ­თვე­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მწვა­ვე გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. უმ­რავ­ლე­სო­ბა ფიქ­რობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე სა­ქარ­თვე­ლოს უნდა გა­დას­ცეს ბულ­გა­რეთ­მა და არა ირანს.

ქარ­თვე­ლი ბრალ­დე­ბუ­ლის უფ­ლე­ბებს ად­ვო­კა­ტი ნი­კო­ლოზ ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი იცავს. ის მი­იჩ­ნევს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის მი­მართ არ­სე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბა და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი:

"თით­ქოს­და ირან­ში, ერთ-ერთ ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლელ ჯი­ხურ­ში გ.ს.-მ და ერ­თმა ირა­ნელ­მა პირ­მა მო­ა­ტყუ­ეს მო­ლა­რე და გა­მოს­ძა­ლეს ფული. საქ­მის მა­სა­ლებ­ში ნათ­ქვა­მია, რომ და­ყა­ჩა­ღე­ბა არ ყო­ფი­ლა, არც შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა, ძა­ლა­დო­ბა და ა.შ. ანუ აბ­სურ­დია ხომ? რო­გორ უნდა მო­ა­ტყუო ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლე­ლი ჯი­ხუ­რის მო­ლა­რე, რომ მან თა­ვი­სი ნე­ბით მოგ­ცეს 50 000 ევრო?!

ერ­თა­დერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა საქ­მე­ში არის ამ მო­ლა­რის ჩვე­ნე­ბა - ის ამ­ბობს, თით­ქოს მას მო­პა­რეს ფული ამ პი­რებ­მა. იქა­უ­რი მო­ქა­ლა­ქე ახლა ირან­ში იხ­დის სას­ჯელს. თა­ვი­დან ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ თით­ქოს არ­სე­ბობს ვი­დე­ოთ­ვა­ლის ჩა­ნა­წე­რე­ბი, რო­მელ­ზეც ქურ­დო­ბის ფაქ­ტია ასა­ხუ­ლი, მაგ­რამ ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ, არა­ვის უნა­ხავს და არა­ვინ იცის სი­ნამ­დვი­ლე­ში არ­სე­ბობს თუ არა ეს ვი­დეო.

ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი დღემ­დე არ აღი­ა­რებს ბრალს. რაც შე­ე­ხე­ბა მის შე­საძ­ლო შემ­ხებ­ლო­ბას და­ნა­შა­ულ­თან, თუ იგი სი­ნამ­დვი­ლე­ში მოხ­და, იგი ეწე­ო­და გარ­კვე­ულ კო­მერ­ცი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას, რის გა­მოც უწევ­და ირან­ში და ბულ­გა­რეთ­ში ჩას­ვლა. თუმ­ცა, მი­ზან­მი­მა­რუ­ლად მოხ­და ეს თუ ცრუ ბრალ­დე­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი, ეს დე­ტა­ლე­ბი ჩვენ­თვის უც­ნო­ბია. ჩვენ მო­ვიკ­ვლი­ეთ იქა­უ­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა და ამ და­ნა­შა­უ­ლის­თვის ირან­ში მას ემუქ­რე­ბო­და პა­ტიმ­რო­ბა 3-დან 15 წლამ­დე და ასე­ვე გა­როზგ­ვა. თუმ­ცა, რამ­დენს მი­უს­ჯიდ­ნენ ეს არა­ვინ იცის.

ირა­ნის სა­ხელ­მწი­ფო იძ­ლე­ო­და გა­რან­ტი­ებს, რომ მას არ გა­როზ­გავ­დნენ და მხო­ლოდ პა­ტიმ­რო­ბას მი­უ­ჯიდ­ნენ, მაგ­რამ ამის გა­რან­ტია, რომ არ არ­სე­ბობს სწო­რედ ეს და­ვა­სა­ბუ­თეთ სტრას­ბურ­გში და ეს არის ძა­ლი­ან სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა" - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი.

ნი­კო­ლოზ ბი­ბი­ლაშ­ვი­ლის თქმით, მათ სა­მარ­თლებ­რი­ვი მხა­რა­დ­ჭე­რის მო­თხოვ­ნით არარ­თხელ მი­მარ­თეს სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის, ში­ნა­გან საქ­მე­თა და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ებს, თუმ­ცა ამ­ბობს რომ, ერ­თა­დერ­თი უწყე­ბა, რო­მელ­მაც საქ­მი­სად­მი მხარ­და­ჭე­რა და ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ხა­ტა, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აღ­მოჩ­ნდა.

ბულ­გა­რეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ვაჟა გვა­რა­მი­ამ AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ელ­ჩო აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი საქ­მე­ში და მსჯავ­რდე­ბუ­ლიც არა­ერ­თხელ მო­ი­ნა­ხუ­ლეს ცი­ხე­ში:

"ეს ადა­მი­ა­ნი გახ­ლავთ 1951 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ. ს., რომ­ლის და­კა­ვე­ბაც აე­რო­პორ­ტში მოხ­და 2016 წელს. ბრა­ლად ედე­ბა ქურ­დო­ბა, რო­მე­ლიც ირან­ში ჩა­ი­დი­ნა. ჩვენ თა­ვი­დან­ვე აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვით ჩარ­თუ­ლი ამ საქ­მე­ში, ვეს­წრე­ბო­დით სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებს, სა­დაც მისი ირან­ში ექ­სტრა­დი­რე­ბის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. არა­ერ­თხელ მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ მსჯავ­რდე­ბუ­ლი სო­ფი­ის ცი­ხე­შიც.

რო­დე­საც ბულ­გა­რეთ­მა გა­და­წყვი­ტა, ამ პი­რის ირან­ში ექ­სტრა­დი­რე­ბა, მსჯავ­რდე­ბუ­ლის ქარ­თველ­მა ად­ვო­კა­ტებ­მა სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რეს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ, მო­სარ­ჩე­ლე­ე­ბის მო­თხოვ­ნა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და მიმ­დი­ნა­რე წლის 4 აპ­რილს მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ბულ­გა­რეთს და­ე­ვა­ლა, უარი თქვას გე­რონ­ტი სა­ლი­ას ირან­ში ექ­სტრა­დი­რე­ბა­ზე, რად­გან იქ მას ემუქ­რე­ბა ფი­ზი­კუ­რი ზე­წო­ლა, რაც არ არის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო, დე­მოკ­რა­ტი­ულ სტან­დარტთან.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ შე­სას­რუ­ლე­ბელ ხა­სი­ათს ატა­რებს. თუმ­ცა, მხა­რე­ებს აქვთ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბის უფ­ლე­ბაც იმა­ვე სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში პრო­ცე­სე­ბი კი­დევ უფრო გა­ჭი­ა­ნურ­დე­ბა. თუ სამ­თვი­ან ვა­და­ში მხა­რე­ე­ბი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ გა­ა­სა­ჩივ­რე­ბენ, მსჯავ­რდე­ბუ­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა. სამ­თვი­ა­ნი ვადა მიმ­დი­ნა­რე წლის 4 ივ­ლისს იწუ­რე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩვე­ნი უწყე­ბის პო­ზი­ცი­ას, ჩვენ გვაქვს დიდი სურ­ვი­ლი, რომ მისი ექ­სტრა­დი­რე­ბა არ მოხ­დეს ირან­ში და ჩარ­თუ­ლი ვართ ამ პრო­ცეს­ში და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ" - აღ­ნიშ­ნა ბულ­გა­რეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.
წყარო ambebi.ge

скачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=857 / 08 აპრილი 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები