loading...

სასწრაფოდ: მანანა არჩვაძე-გამსახურდია სანდრა რულოვსზე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდია სოციალურ ქსელში სანდრა რულოვსის მისამართით სტატუსს აქვეყნებს:
„შე ნამუსგარეცხილო ჯაშუშო, შენი და შენი ე.წ. ქმარი როგორ ბედავთ ზვიად გამსახურდიას ხსენებას. მიხედე საქართველოში თქვენს მიერ დატრიალებულ ტრაგედიას, „მოქკავშირიდან” დღემდე.
“რა თქმა უნდა, ამ მსოფლიო მაწანწალა, მასხარა მიშას, არც ვუყურებ და არც ვუსმენ, მაგრამ სოციალურ ქსელში ამოვიკითხე, რეებიც უბოდვია ბუტაზე და სანდროზე.
მინდა შევახსენო მაგ ბოროტებას, არ დაავიწყდეს, რა ცოდვები დააკისრა თავის შთამომავლობას, რომლებიც ძალიან მწარედ მოეკითხება მათ. მეცოდებიან ისინი, თუმცა ასეა, ადამიანი ჩქარობს თორემ უფალი არა.
მის, შემოგზავნილ, ჯაშუშ ცოლს კი კიდევ ერთხელ მინდა ვკითხო, თვალებში რომ ჩახედე შენს გარეწარ ქმარს, რა დაინახე გამოსწორებული მიშა?!
სამეგრელოს მინდა მივმართო: ჩემო ძვირფასებო, ეს ხომ ზვიადის შეურაცხყოფაა, რომ ვიღაც ჰოლანდიიდან, ჯაშუშად, მოვლენილი სანდრა, რომლის ქმარიც არის ძებნაში და არის უკრაინის მოქალაქე, მისივე სურვილით, როგორ უნდა ბედავდეს და იყრიდეს მერობის კანდიდატად კენჭს .



ჯერ კიდევ 2016 წელს მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ სანდრა რულოვსსა და მიხეილ სააკაშვილზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა:
„შე ნამუსგარეცხილო ჯაშუშო, შენი და შენი ე.წ. ქმარი როგორ ბედავთ ზვიად გამსახურდიას ხსენებას. მიხედე საქართველოში თქვენს მიერ დატრიალებულ ტრაგედიას, „მოქკავშირიდან” დღემდე, რომელი ერთი დანაშაული ჩამოგითვალო – პირველი და უმთავრესი – კოდორის გადაცემა რუსეთისთვის, სამაჩაბლოს 114 სოფლის ჩაბარება რუსეთისთვის, საქართველოს ყველა სტრატეგიული ობიექტების ჩუქება რუსეთისთვის, ტერორისტული აქტების მოწყობა საქართველოს მოსახლეობისათვის, საქართველოს მოსახლეობის დაინვალიდება, ჯანმრთელი მოქალაქეების ორგანოებით ვაჭრობა, ბიზნესის დატერორება და მათი ქონების ხელში ჩაგდება, აჭარის ფაქტობრივი ჩაბარება გიულენისათვის ორმხრივი გარიგების საფუძველზე, საქართველოს ბიუჯეტის ძარცვა, ტუბერკულოზით დაავადებული მოქალაქეების მედიკამენტების გარეშე დატოვება, უდიპლომო ე.წ. ექთნის სტატუსით ჯანმრთელობის სამინისტროს პირად კონტროლზე აყვანა, რომელსაც ჯალათი ქმრის ხელშეწყობით ახორციელებდი საავადმყოფოებზე კონტროლს – ორგანოებით ვაჭრობასა და ასევე უცხოეთიდან შემოტანილი ვაქცინებით ახალშობილების დაინვალიდებას, უცხოეთში შავი ფულის გათეთრებას და ბანკებში განთავსებას, დანარჩენს სასარჩელოსათვის შემოვინახავ – შენ ქმარ-შვილს, დედამთილს, თ.ალასანიას, შენ მშობლებსა და ძმას დამტვრეული ავეჯით მოვაჭრე მაკლერებს ერთად გაგისწორდებით”,  წერდა მანანა არჩვაძე-გამსახურდია.
скачать dle 11.3
></div>
	
  
   
        
        
        <div class=1 866 / 06 აპრილი 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები