loading...

ძალზედ სასიხარულო ამბავი მთელი საქართველოსთვის

საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ანაკლიის კონსორციუმს, რომ მათ შეძლონ თავიანთი საინვესტიციო ვალდებულების შესრულება, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ნატო-ს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 
 
„შავი ზღვა არის დღეს ნატოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ჩვენ ამას მივესალმებით. ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოს აქვს სრულიად უნიკალური და მე ვიტყოდი, შეუცვლელი როლი შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაში. შესაბამისად, ჩვენ ნატოსთან ერთად დაგეგმილი გვაქვს ერთობლივი ნაბიჯები იმისთვის, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება იყოს მდგრადი და ეს უფრო თვალსაჩინო გახდება მომდევნო წლების განმავლობაში. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა. ჩვენი ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გადავაქციოთ რეგიონულ ჰაბად, მათ შორის, ტრანსპორტის და ლოგისტიკის მიმართულებით, რომელიც ყველა განზომილებას მოიცავს. საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ანაკლიის კონსორციუმს, რომ მათ შეძლონ თავიანთი საინვესტიციო ვალდებულების შესრულება. ჩვენ ძალიან აქტიური მონაწილეობა მივიღეთ იმაში, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები მნიშვნელოვან დატვირთვას აძლევენ საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის არსებობას და საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი", განაცხადა ბახტაძემ.скачать dle 11.3
></div>
	
  
   
        
        
        <div class=4 027 / 27 მარტი 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები