loading...

ვინ არის რუსი მკვლელი, რომელმაც ქართველი ემიგრანტი მოკლა და დაანაწევრა

რუ­სე­თის 49 წლის მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­მაც შვე­დეთ­ში, კა­ლიქ­სის ლტოლ­ვილ­თა თავ­შე­სა­ფარ­ში მცხოვ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე მოკ­ლა, და­ა­პა­ტიმ­რეს, მას 16 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.The Local-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ან­დრეი მან­კომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე მოკ­ლა, და­ა­ნა­წევ­რა და მდი­ნა­რე­ში გა­და­ყა­რა. მან­კო და მისი მსხვერ­პლი ერთ ოთახ­ში ცხოვ­რობ­დნენ.
გა­მო­ძი­ე­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც გა­სულ წელს, ოქ­ტომ­ბერ­ში მა­მა­კა­ცის სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბი მდი­ნა­რე­ში შემ­თხვე­ვით იპო­ვეს.
მან­კო რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ა­პა­ტიმ­რეს, მან მკვლე­ლო­ბა აღი­ა­რა, თუმ­ცა ამ­ტკი­ცებს, რომ და­ნით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის­გან თა­ვის დაც­ვას ცდი­ლობ­და და სწო­რედ ამი­ტომ მოკ­ლა.
თავ­შე­საფ­რის რუს­მა მა­ძი­ე­ბელ­მა ან­დრეი მან­კომ სა­ქარ­თვე­ლოს 39 წლის მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც შვე­დეთ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად სა­ჭი­რო სა­ბუ­თე­ბი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი არ ჰქონ­და, სტოკ­ჰოლმში გა­იც­ნო და და­თან­ხმდა, კა­ლიქსში წა­ეყ­ვა­ნა და სა­კუ­თარ ოთახ­ში რამ­დე­ნი­მე დღით და­ე­ტო­ვე­ბი­ნა.

მან­კოს თქმით, რამ­დენ­ჯერ­მე და­უ­კავ­შირ­და პო­ლი­ცი­ას და აც­ნო­ბა, რომ კა­ლიქ­სის თავ­შე­სა­ფარ­ში იყო მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც არ ჰქონ­და ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბის კა­ნო­ნი­ე­რი უფ­ლე­ბა. სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო მხედ­ვე­ლო­ბა­ში, რომ მან­კოს ეში­ნო­და სა­კუ­თა­რი მსხვერ­პლის, თუმ­ცა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის სხე­ულ­ზე იყო მი­ყე­ნე­ბუ­ლი, მან­კოს მიერ მო­ყო­ლილ დე­ტა­ლებს არ ემ­თხვე­ო­და.
„მან­კოს გან­ცხა­დე­ბა, რომ მა­მა­კა­ცი მას თავს და­ეს­ხა, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. მან სულ მცი­რე ორი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა მსხვერ­პლს თა­ვის არე­ში და იცო­და, რომ ეს დარ­ტყმე­ბი ფა­ტა­ლუ­რი იქ­ნე­ბო­და,“ - გა­ნა­ცხა­და სა­სა­მარ­თლოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.
გა­მო­ცე­მა სა­ქარ­თვე­ლოს გარ­დაც­ვლი­ლი მო­ქა­ლა­ქის ვი­ნა­ო­ბის შე­სა­ხებ არა­ფერს წერს.
წყარო ambebi.geскачать dle 11.3
></div>
	
  
   
        
        
        <div class=3 026 / 26 მარტი 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები