loading...
Загрузка...

სასიხარულო ინფორმაცია, რომელიც ახლახანს გვარცელდა

ნაკ­ლე­ბი შრო­მა დამ­საქ­მებ­ლი­სა და და­საქ­მე­ბუ­ლის­თვის მეტი სი­კე­თის­მომ­ტა­ნია, ამი­ტომ მსოფ­ლიო 4 დღი­ან სა­მუ­შაო კვი­რა­ზე უნდა გა­და­ვი­დეს, weforum.org-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ და­ვო­სის ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე ორმა ექ­სპერ­ტმა გა­ნა­ცხა­და. „ გვაქვს რამ­დე­ნი­მე ექ­სპე­რი­მენ­ტის შე­დე­გე­ბი, რო­მე­ლიც აჩ­ვე­ნებს, რომ სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის შემ­ცი­რე­ბის პი­რო­ბებ­ში ადა­მი­ა­ნებს მე­ტად შე­უძ­ლი­ათ საქ­მე­ზე ყუ­რა­დღე­ბის კონ­ცენ­ტრი­რე­ბა, სა­მუ­შაო კი უფრო მა­ღა­ლი ხა­რის­ხით არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. ასე­ვე, და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი მე­ტად ლო­ი­ა­ლუ­რე­ბი არი­ან იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლე­ვენ, პი­რად ცხოვ­რე­ბას მეტი დრო და­უთ­მონ,“ - ამ­ბობს პენ­სილ­ვა­ნი­ის ვარ­ტო­ნის სკო­ლის ფსი­ქო­ლო­გი ადამ გრან­ტი.  ამ აზრს იზი­ა­რებს ეკო­ნო­მის­ტი და ის­ტო­რი­კო­სი რატ­გერ ბრეგ­მა­ნი და ამ­ბობს, რომ სა­მუ­შაო დღე­ე­ბის შემ­ცი­რე­ბა არც ისე რა­დი­კა­ლუ­რია : „ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წამ­ყვან ეკო­ნო­მის­ტებს, ფი­ლო­სო­ფო­სებს, სო­ცი­ო­ლო­გებს ჯე­რო­დათ, რომ სულ უფრო ნაკ­ლე­ბი უნდა გვე­მუ­შა­ვა. 1920-30-იან წლებ­ში კა­პი­ტა­ლის­ტმა ან­ტერპრე­ნე­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ თუ სა­მუ­შაო დღეს შე­ამ­ცი­რებ­დნენ, და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი მე­ტად პრო­დუქ­ტი­უ­ლე­ბი ხდე­ბოდ­ნენ. მა­გა­ლი­თად - ჰენ­რი ფორდმა სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი 60-დან 40 სა­ა­თამ­დე შე­ამ­ცი­რა, რა­მაც უკე­თე­სი შე­დე­გი მის­ცა, რად­გან თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ნაკ­ლე­ბად იღ­ლე­ბოდ­ნენ,“ - ამ­ბობს ბრეგ­მა­ნი. აღ­ნიშ­ნულ თე­ო­რი­ებს აკა­დე­მი­უ­რი კვლე­ვე­ბიც ამ­ყა­რებს, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც მკვლე­ვა­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ მოკ­ლე სა­მუ­შაო კვი­რის პი­რო­ბებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი მე­ტად ბედ­ნი­ე­რე­ბი და პრო­დუქ­ტი­უ­ლე­ბი არი­ან, პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბა კი 20%-ით იმა­ტებს.
გაითვალისწინებს თუ არა ამას საქართველო და მისი ხელისუფლება ალბათ საინტერესო იქნება ეს ყოველივე გაიწეროს შრომის კოდექსში  შემცირდეს სამუშაო საათები. ზოგიერთი კომპანიები დაქირავებულებს მონურ პირობებში აყენებს სადაც მთლიანი კვირა სამუშაო დღეა ან დასვენება მხოლოდ 1 დღეა, ანაზღაურება კი რათქმაუნდა არ შეესაბამება სამუშო დროს.  
სასიხარულო და მისასალმებელი იქნება ის ფაქტი თუ ეს მეთოდი 4 დღიანი სამუშაო დაინერგოს ჩვენს ქვეყანაშიც ოღონდ ანაზღაურების შემცირების ხარჯზე არა რადგან ამას აუცილებლად გააკეთებს ბევრი დამსაქმებელი, აქედან გამომდინარე კანონში უნდა იყოს გაწერილი ეს ყოველივე.

მაშ ასე მსოფლიო  4 დღი­ან სა­მუ­შაო კვი­რა­ზე   გა­და­დის უპასუხებს  თუ არა ამ გამოწვევას საქართველო?
скачать dle 11.3
></div>
	
  
   
        
        
        <div class=1 008 / 17 მარტი 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები