მოულოდნელი ინფორმაცია ამას არავინ ელოდა რა ინფორმაცია ვრცელდება ბერა ივანიშვილზე?

loading...
მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი, რომელმაც ივანიშვილის შეგინების გამო მოქალაქე ელჩინ.ა-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგ საკუთარი შარდი დაალევინა, ციხიდან ოლიგარქის შვილის - ბერა ივანიშვილის აქტიური ჩარევით გამოვიდა. აღნიშნულ ინფორმაციას „პრესა.ჯი“ ავრცელებს.თემურ აბაზოვი მას შემდეგ დააკავეს, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ელჩინ.ა ბოდიშს იხდიდა ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ივანიშვილის შეგინების გამო და ჭიქიდან საკუთარ შარდს სვამდა.
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, ელჩინ ა-მ განაცხადა, რომ ბოდიშის მოხდა და შარდის დალევა თემურ აბაზოვმა აიძულა, რის გამოც პოლიცია იძულებული გახდა მარნეულის მოქმედი მერი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, 2018 წლის 13 მარტს დაეკავებინა.
თუმცა, იმის გამო რომ თემურ აბაზოვი თავის დროზე ბერა ივანიშვილის დაცვის წევრი იყო და კარგად იცნობს ოლიგარქის ოჯახს, მან ციხე 7 თვეში დატოვა და ახლა სახელმწიფოსგან განაცდურის ანაზრაურებას ითხოვს.
32 ათასი ლარი - ეს ის თანხაა, რომელიც შესაძლოა, აბაზოვს ბიუჯეტიდან გადაუხადონ მხოლოდ იმიტომ რომ მას ბერა ივანიშვილი მფარველობს.
აბაზოვის მოთხოვნა ე.წ. განცდურის ანაზრაურების შესახებ, მარნეულის საკრებულომ უკვე მიიღო ცნობის სახით. მეტიც, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბერა ივანიშვილის მფარველობის ქვეშ მყოფი მოძალადე, შესაძლოა, მარნეულის მერადაც აღადგინონ.
მარნეულის ყოფილი მერი წლების განმავლობაში გაფორმებული იყო ოლიგარქის კომპანიაში, რეალურად კი მას ბერა ივანიშვილის დაცვა ევალებოდა. სწორედ ამიტომ მოექცა არაადამიანურად ელჩინ.ა-ს...
შესაბამისად, უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული თემურ აბაზოვის დაკავების შემდეგ, ბერა ივანიშვილის დავალებით, მისი „პრობლემის მოგვარებაზე“ ოთარ ფარცხალაძე მუშაობდა და როგორც ჩანს, დავალებაც შესრულდა - მოძალადე არათუ გამოუშვეს, არამედ, განაცდურსაც უნაზღაურებენ და თანამდებობასაც ჰპირდებიან.
პრესა.ჯიскачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=2 708 / 15 მარტი 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები