ინფრომაცია, რომელიც ახლახან გავრცელდა რომელი მინისტრები დატოვებენ თანამდებობებს? (იხ. სრული ჩამონათვალი)

loading...
წამსვლელები, მომსვლელები და დამრჩენები - "2020NEWS“-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის სამუშაო მაგიდაზე საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის შესახებ ახალი ინფორმაციები დევს. ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი მორიგი სამთავრობო ცვლილებებისათვის ემზადება."2020NEWS“-ის სამთავრობო კულუარებიდან მიღებული ინფორმაციების მიხედვით, უახლოეს მომავალში, მორიგი სამთავრობო კარუსელი დატრიალდება და რამდენიმე მინისტრი სავარძელს დაემშვიდობება. მათ შორისაა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი. "2020NEWS“-ის წყაროს ცნობით, ბატიაშვილის შემცვლელად, "სოხუმის უნივერსიტეტის" რექტორი ზურაბ ხონელიძე განიხილება.
 "მასთან კონსულტაციები უკვე დაწყებულია. ამის შესახებ თავად მიხეილ ბატიაშვილმაც იცის. ჩემი ინფორმაციით, თავად ბატიაშვილმა  ეს ინფორმაცია თავად  ხონელიძესთან გადაამოწმა. არ ვიცი, დათანხმდება თუ არა ხონელიძე ამ შეთავაზებას, მაგრამ ცვლილება რომ იქნება, ფაქტია", - განუცხადა "2020NEWS“-ს ინფორმირებულმა წყარომ.
შეგახსენებთ, მიხეილ ბატიაშვილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად 2018 წლის ივლისში დაინიშნა, რომელმაც მიხეილ ჩხეკელი ჩაანაცვლა. ბატიაშვილი გამინისტრებამდე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) რექტორი იყო.
რაც შეეხება ზურაბ ხონელიძეს იგი “სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის” რექტორად 2017 წლის 21 ივლის 4 წლის ვადით აირჩიეს.
აღსანიშნავია, რომ ეს არ იქნება ერთადერთი სამთავრობო ცვლილება, რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდება. "2020NEWS“-ს ინფორმაციით, თანამდებობას დატოვებს ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი და მას საკუთარი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე ჩაანაცვლებს. საუბარია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას ჩანაცვლებაზე და,  დიდი ალბათობით, შეიცვლება თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რომლის შემცვლელადაც იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე სახელდება. ჯერჯერობით გაურკვეველია, დარჩება თუ არა მინისტრთა კაბინეტის პირველ მინისტრად მამუკა ბახტაძე. დღეისათვის, პრემიერის შესაძლო გადაყენებაზე პოლიტიკურ კულუარებში ინფორმაციები არ ვრცელდება.
წყარო 2020news.geскачать dle 11.3
></div>
 
  
  
        
        
        <div class=6 553 / 06 მარტი 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები