loading...

ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან განცხადება, რომელიც აქამდე არ უთქვამს ის მზადაა ჩააბრდეს სამართალდამცავებს და გასამართლდეს

პირველი, რასაც ველოდები, ის არის, რომ პეტრო პოროშენკო საპრეზიდენტო არჩევნებს წააგებს. გარდა ამისა, ჩემს პარტიას - „ახალი ძალების მოძრაობას“ - პარლამენტის არჩევნებისთვის მოვამზადებ. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნების ბედი ერთმანეთზეა გადაბმული. მე არ მაქვს განზრახული ორ სკამზე ჯდომა, მაგრამ გამოწვევები ერთნაირია, მტრებიც ერთმანეთს ჰგავნან და მათი რეაქციებიც ჩემს მიმართ მსგავსია. მათ ორივემ მოქალაქეობა წამართვა, მაგრამ მე ხომ ლტოლვილი არ ვარ. კარგი, გამასამართლეთ თქვენი უსამართლო სასამართლოთი, მაგრამ ქვეყანაში შემომიშვით. არა, იჯექი მანდ, შენს ჰოლანდიაშიო, ჩვენ ციხეში მყოფიც კი არ გვჭირდებიო... მოკლედ, ანეკდოტური სიტუაციაა, ასეთი რამ არცერთი პოლიტიკოსის მიმართ არ მომხდარა, რამდენადაც ვიცი, ბოლო ასი წლის განმავლობაში.
 ვფიქრობ, მივაღწევთ, რომ საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. არ უნდათ, მაგრამ საჭიროა ვაიძულოთ. თუ არ იციან, ვასწავლით: ჩავატარებთ ელექტრონული ხმის მიცემით - არანაირი მაჟორიტარული ოლქები არ იქნება, სადაც ადგილობრივ ოლიგარქებს გამარჯვება შეუძლიათ. ისე შეიძლება გაკეთდეს, რომ ხმებს ვერავინ მოიპარავს.
скачать dle 11.3
></div>
	
  
   
        
        
        <div class=2 856 / 13 თებერვალი 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები