loading...

ქართველი ემიგრანტის სკანდალური განცხადება მიხეილ სააკაშვილზე, ამ წუთებში გავრცელდა

სააკაშვილსრევოლუციამოენატრა, სააკაშვილსმთავრობაშიჯდომამოენატრა, ქვეყნისმართვამოენატრადამასშემდეგ, რაცსაქართველოშიიმედებიგაუცრუაბოკერიამდაუგულავამ, ვაშაძემდავაშაძემ, მასშემდეგ, რაცარჩევნებიწააგომისმამოწონებულმაკანდიდატმა, ემიგრანტებსმიადგა - არაერთიშეხვედრაგამართაუკვე, არაერთხელდააანონსაუკვე, რომემიგრანტებთანერთადდაბრუნდებასაქართველოშიდადასასჯელებსდასჯის, ქვეყნიდანგასაძევებლებსგააძევებს.
რახდებაამერიკაში, რასფიქრობენიქმცხოვრებიქართველები, რამდენადრეალურიასაფრთხე - ამთემებზეგვესაუბრება, ამერიკაშიმცხოვრებიქართველი, ჟურნალისტი, ჰარვარდისკურსდამთავრებული, ნეიმენისსახელობისერთადერთისტიპენდიატი (პოსტსაბჭოთაქვეყნებიდან, გარდარუსეთისა). 2010 წელსამერიკისსახელმწიფოსსაემიგრაციოსამსახურისმიერ, განსაკუთრებულინიჭისადაუნარებისგამომწვანებარათითდაჯილდოებული - რუსუდანწერეთელი:
ამერიკაში, ნიუ-იორკი ნაცების თავშეყრის ადგილად 2012 წლის შემდეგ გახდა. ვინც კი წამყვან თანამდებობებზეიყო 2012 წლამდე ხელისუფლებაში, ყველამ უპრობლემოდ გააკეთა ტურისტული ვიზები და ჩამოვიდნენ.
მას შემდეგ ნაციონალური პარტიის იდეოლოგიის გაფეტიშება და პოპულარიზაცია მიდის ნიუ-იორკისემიგრანტებში.
ჩვენ, ის ადამიანები, არცერთ პოლიტიკურ პარტიას რომ არ მივეკუთვნებით, არც ნაცები რომ არ ვართ და არცოცნების მომხრეები, არანაირი პოლიტიკური დაინტერესება რომ არ გაგვაჩნია, ვცდილობთ, ყველას აზრს პატივივცეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან აგრესიულები არიან და საშიშნი, ღიად გვიპირისპირდებიან, გვლანძღავენ, გვივარდებიან სოციალურ ქსელზე, დედებს გვაგინებენ, ფიზიკური ანგარიშსწორებით გვემუქრებიან.
მიშას სნაიპერით დაწყებული, მინისტრებით დამთავრებული - ყველა აქაა ჩამოსული - შეკრებებზე ვინც მიდის, იმხალხს თანამდებობებს ჰპირდებიან, მაგალითად, ერთს ეტყვიან: აი, შენ, მომავალში საგარეო საქმეთა სამინისტროშიგხედავ, მეორეს - რამე კომისიის თავმჯდომარეობას შესთავაზებენ და ადამიანებსაც სჯერათ, ბრმად სჯერათ, ფანატიკურად სწამთ... ჰიტლერს რომ მისი მომხრისთვის შვილი ეთხოვა - მისცემდნენ და იტყოდნენ, რომსამშობლოს სჭირდებოდა ასე - აქაც ეგრეა, ასეთი ადამიანები ჰყავთ შემოკრებილი.
«ქართულ ოცნებას» არ ჰყავს აქ დასაყრდენი ძალა - «ქართულ ოცნებას» ჰყავს მიტმასნილი ნაციონალები, პორტირებული ნაციონალები. როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანი რომ ნაციონალებს ემსახურებოდა წლობით, ადეიშვილის დავალებებს რომ ასრულებდა, ის ადამიანი შეიძლება იყო «ოცნების» დასაყრდენი?
გიორგი სიგუა ავიღოთ, ჯერ ტურიზმში მუშაობდა მაღალ თანამდებობებზე, მერე იქიდან «თანამდებობისთვისშეუფერებელი ქმედების გამო» გაუშვეს, ასეთი იყო ოფიციალური ვერსია და გარემოსა და ბუნებრივი რესურსებისსამინისტროში გადაიყვანეს.
გიორგი სიგუას წინააღმდეგ ამერიკაში არაერთი საქმეა აღძრული - დაზღვევის აღების მიზნით, ყალბი ავარიებისმოწყობას ედავებიან. შემდეგ ავიაბილეთების კომპანია გახსნა და ერთ ბილეთზე ჯავშანს რამდენიმე ადამიანზეჰყიდდა - ამის გამო, მას ამერიკაში ჩამოსვლაც ეკრძალება - და ეს ადამიანია ახლა მიშას მომხრე, ეს ადამიანი ჰყავდადასაქმებული «ოცნებას».
ვისაც პოლიტიკური და ფინანსური ინტერესები არა აქვს, ვინც ნეიტრალურია, ვისაც ქვეყანაზე შესტკივა გული - ისჩუმადაა, იმიტომ რომ არ უნდა ასეთი ადამიანების გვერდით დგომა, არ უნდა ასეთი ადამიანების გვერდითგანიხილონ და მერე წამოაძახონ, რომ მათთან იდგა.
საკონსულოები და საელჩოები არ ასრულებენ მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, არ ცდილობენ, ემიგრანტებამდემიიტანონ ქვეყანაში არსებული ცვლილებები.
მაგალითად, ვალების ჩამოწერის ამბავი - ამერიკაში ფინანსურ, საბანკო მხარეს ხელისუფლება აკონტროლებს - არარსებობს პრეცედენტი, ვინც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა უჭირდეს, ერთი დოლარიც კი აპატიოს ვინმემ... ამერიკელი ფინანსისტები მეუბნებიან, იცით, რამხელა რამ გაკეთდა თქვენს ქვეყანაში, ეს რომ აქ მომხდარიყო, სახალხო ზეიმი გვექნებოდა ყოველთვე და თქვენს ქვეყანაში თითქოს არაფერი, არც კი ჩანს, არავინ საუბრობს ამუპრეცედენტო ქველმოქმედებაზეო.
ძალიან ხშირად მიქებენ შს მინისტრს, ასევე, მეუბნებიან, რომ სხვა მინისტრების მსგავსად, საშოპინგოდ არ ჩამოდისდა ოცდაოთხი საათი მუშაობს - რატომ უნდა ვიგებდე ჩემი ქვეყნის მინისტრებზე და ჩემს ქვეყანაში მომხდარსასიამოვნო ფაქტებზე ამერიკელებისგან? რატომ არ უნდა ვიგებდე ასეთ ამბებს საელჩოებისგან, საკონსულოებისგან?
გაიხლიჩა ემიგრაცია, ბანაკებად დაიყო - ახლა ფულის შეგროვება დაიწყეს მიშასთვის. თუმცა, ეს პირველად არხდება... ადრეც აგროვებდნენ, ხან საქველმოქმედო მიზნებით, ვითომ, ხან პირდაპირ ამბობდნენ, რომ მიშასუგროვებენ - ახლა 10 თებერვლის შეკრების ორგანიზებისთვის გროვდება თანხა. ვინ აგროვებს ამ თანხას? ისევჩვენი ემიგრანტები, ზუსტად ის ხალხი აგროვებს, მოხუცს რომ უვლის, პამპერსს რომ ცვლის დღეში სამჯერ, მუხლჩაუხრელად რომ შრომობს - ის ადამიანი იკლებს კვირაში ას და ორას დოლარს და რიცხავს მიშას ფონდში.
ერთ-ერთი შეკრება რესტორან «ნაციონალში» შედგა. ეს რუსი ებრაელების რესტორანია, იმ რუსი ებრაელების, დღემდე საბჭოთა კავშირს რომ მისტირიან ამერიკის მიწაზეც კი - მიშას რომ ჰკითხო, არ მოსწონს და არ უნდარუსები...
კობა სუბელიანი მიშას აქტიური მხარდამჭერი და მისი შეხვედრების ორგანიზატორია - ხმა დააგდეს, მოხუცსუვლისო, დრამაა ეს, საგა - სპეციალურად შეთხზული, არავინ უვლის აქ მოხუცს, თანამდებობაზე ვინც იყონაციონალების დროს. მაგრამ, როცა ადეიშვილის სკოლა გაქვს გავლილი, იცი მუშაობა, იცი პიარის გაკეთება, იცი, როგორ და რა ინფორმაცია უნდა გაავრცელო - ეს აპრობირებული მეთოდია და იყენებენ... სინამდვილეში, სუბელიანი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს, რატომ, რისთვის - ვერ გავიგე. არც არავინ გვიხსნის, საქართველოსწარმომადგენლები ამერიკაში ჩუმად სხედან მაშინ, როცა ნაციონალები იმ ადამიანებთან მუშაობენ და საუბრობენ, ვისაც პოლიტიკური აზრის ფორმირება შეუძლია.
იმის მაგივრად, რომ ემიგრაცია ქვეყანას წაადგეს - გახლიჩეს და დააპირისპირეს. არავინ იფიქროს, რომ ცუდიემიგრაცია გვყავს, არაჩვეულებრივი ხალხია, მეცნიერები, ექიმები, სტუდენტები - ადამიანები, ვინც არ ჩანან, მიშასპოლიტიკის ნაწილად ქცეული ემიგრანტების უკან, ადამიანები, რომლებსაც საქმის კეთება უნდათ, რომლებიცერთგულად იდგნენ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ქვეყნის გვერდით. მათ არც ფული სჭირდებათ და არცთანამდებობა - სამშობლოს დასახმარებლად სურვილი აქვთ, უანგაროდ ჩამოვიდნენ ხოლმე, ლექციები წაიკითხონ, კონსულტაციები გაწიონ უსასყიდლოდ, მაგრამ ასე ხომ ვერ ადგებიან და შეაღებენ რომელიმე კლინიკის კარს? - პატრიოტი ადამიანები არ აწყობთ, პატრიოტებს ვერ ამჩნევენ - არც საკონსულო, არც საელჩო, არც დიასპორისსამსახური...
ერთი ამბავი რომ ატყდა, ზარდიაშვილის დედაზე როცა ვთქვი, ნაციონალია-მეთქი, გადახედეთ მის ფეისბუკისგვერდს, რამე აქვს გაზიარებული, «ქართული ოცნების» საქმიანობიდან? მთელი მისი ოჯახი რომ ხელისუფლებაშიადასაქმებული, ერთ პოზიტიურ საქმესაც არ აკეთებს საქართველოს მთავრობა? «რუსთავი 2»-ის მიერ გაშვებულისიუჟეტი უდევს ერთი - ჭამე, ნოდარი და მორჩა...
სად იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რატომ არ იდგა ჩვენსავით რიგებში, რომ დარეგისტრირება მოგვესწროდა ხმა მიგვეცა?
ახლა თავად ზარდიაშვილმა და დედამისმა დაამტკიცონ, რომ არ არიან ნაციონალები და არიან «ოცნების» მხარდამჭერები, დაამტკიცონ საქმით...
სააკაშვილის დროს იაკობაშვილის საელჩო როგორ მუშაობდა, ყველას გემახსოვრებათ, სულ პიარში იყო, სულაანონსებდა სიახლეებს, ამერიკელებისა და ივანიშვილის ფულით რაც კეთდებოდა ქვეყანაში, ყველაფერსსააკაშვილს აწერდა...
ჩვენ არ ვითხოვთ, რამე მოიგონონ, არ ვითხოვთ, კანონი დაარღვიონ - ამას წინა ხელისუფლებას ვედავებოდით, სწორედ უსამართლობის გამო წამოვედი 2010 წელს საქართველოდან, თორემ, გაეროში ვმუშაობდი და ხელფასიცკარგი მქონდა და თანამდებობაც, მაგრამ ვერ ავიტანე ქვეყანაში გამეფებული უსამართლობა და წამოვედი იქ, სადაცსიმართლის საუბარი ღიად შემეძლო.
მიშა ვერ დაბრუნდება საქართველოში - ვიცი, მაგრამ არეულობისა და სამოქალაქო ომის საფრთხის ქვეშ კიგვაყენებს. 90-იანებში ტანკებიდან გვესროდნენ, ახლა სოციალური ქსელიდან, კიბერშეტევებით იგეგმებარევოლუცია და არეულობა...
ხომ ნახეთ, ცოტა ხნის წინ - აჭარაში ნაციონალებმა ალტერნატიული მთავრობა შექმნეს...
რაც უკრაინაში გააკეთა, იგივეს გაკეთებას მოსინჯავს საქართველოშიც. ჩვენს ქვეყანას დასაკარგი ადამიანები არჰყავს, გინდ ნაციონალების ბანაკიდან და გინდ «ქართული ოცნების».
ოცი ან ოცდაათი კაცი რომ ამოიფაროს ფარად და ისე ჩამოვიდეს ქვეყანაში, მანდაც დახვდებიან მომხრეები. მაგალითად, ის ხალხი, ინაუგურაციაზე არეულობის მოწყობა რომ სურდათ - იქნება თუ არა დაპირისპირება? - იქნება, აუცილებლად იქნება და ეს არ გვსურს, ამის გვეშინია... ყოველ ქართველზე შეგვტკივა გული, ჩვენი ქვეყნისმომავალზე შეგვტკივა გული...
გააშუქეს მიშას მომხრეები, გააშუქა «რუსთავი 2»-მა მიშას შეხვედრები ემიგრანტებთან - არცერთმა ტელევიზიამ, არცერთმა ჟურნალისტმა არ მოძებნა მეორე მხარე, არ გააკეთა ის, რასაც ახლა თქვენ აკეთებთ, არ გამოკითხა ისადამიანები, არცერთი პარტიის მომხრე რომ არ არის, მესმის, «რუსთავი 2» დაინტერესებული მხარეა, მაგრამ სხვატელევიზიები, სხვა ჟურნალისტები სად არიან? მხოლოდ ცალმხრივად უნდათ ინფორმაციის გაშუქება? - იქნებ, რაგვაქვს სათქმელი, იქნებ, რა გვტკივა? იქნებ, უმეტესობა სულაც არ ვუჭერთ მხარს მოსალოდნელ არეულობასა დარევანშს?
პორტირებული ნაცები მიათრევენ პოლიტიკური უფსკრულისკენ «ქართულ ოცნებას», პორტირებულ ნაცებსსჭირდებათ საქართველოში არსებული მდგომარეობის გადასაფარად, მიშასა და მისი მომხრეების შეხვედრებზეყურადღების გადატანა.
თუნდაც, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის მცდელობის დავიწყება მოხერხდება მინიმუმ მცირე ხნით, იმარეულობის შიშით, რასაც მიშას და მისი მომხრეებისგან უნდა ველოდეთ...
ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, იმ მოსამართლეების ნამოღვაწარი, მე პირადად მივიტანე ამერიკის სახელმწიფოდეპარტამენტში მურუსიძეზე ინფორმაცია - ახლა რას ვეუბნებით ამერიკას, ჩვენს პარტნიორ ქვეყანას, როგორცვუწოდებთ ხოლმე, რას ვეუბნებით, რომ იგივე მოსამართლეს უვადოდ გვინდა მივცეთ მანტია?
მაგრამ, როცა სამოქალაქო დაპირისპირება მზადდება, როცა რევოლუციის სუნი ტრიალებს ქალაქში, როცასახელმწიფოს დამხობა იგეგმება - ვეღარ ებრძვი პორტირებულ ნაცებს, აღარ გრჩება მაგის დროს...
მაინც ვერ ვხვდებით, ჩვენ, ის ემიგრანტები, არც ნაცები რომ არ ვართ და არც «ოცნების» მხარდამჭერნი, არცპოლიტიკური ინტერესი რომ არ გვაქვს და არც ფინანსური - ვერა და ვერ ვიგებთ, რატომ არის ჩუმად საკონსულო, საელჩო, ქვეყნის მთავრობა რატომ არის ჩუმად, როცა ამერიკის, დემოკრატიული ქვეყნის ქალაქში, ასე ღიად, ასეყველას დასანახად მოუწოდებენ ადამიანებს რევანშის აღებისკენ, რევოლუციისკენ, ქვეყნის დამხობისკენ...
წყარო ალიაскачать dle 11.3
></div>
	
  
   
        
        
        <div class=2 943 / 10 თებერვალი 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები