Çàãðóçêà...

ამას არავინ ელოდა სკანდალური ინფორმაცია, რომელიც ახლახანს გავრცელდა

10 შვილის მამა, ვეფხვია ღვალაძე, 2014 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო დღეს შრომისუუნაროა! უდანაშაულო კაცმა ტრავმა მისი მეგობრის ოჯახში მიიღო, რომელიც მაშინდელი პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის შეზარხოშებულმა ნათესავებმა, ასევე მაღალჩინოსნებმა: ზვიად ჯანყარაშვილმა და იოსებ ქადაგიშვილმა, მიაყენეს. საქმე გურჯაანის პოლიციაში ჩაიფარცხა. დაზარალებული ჯანყარაშვილსა და ქადაგიშვილს ამჯერად „ქრონიკა+“-ის მეშვეობით მიმართავს და ვალდებულების შესასრულებლად ორ დღეს აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დავის გაგრძელებას სამართლებრივად აპირებს.„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ვეფხვია ღვალაძე:
_ 2014 წლის იანვარი იყო. ეს ის დროა, როდესაც საქართველოს პატრიარქმა საშობაო ეპისტოლე წაიკითხა სუროგატ დედებთან დაკავშირებით, ამას მეორე დღესვე, 8 იანვარს, მოჰყვა ჰომოსექსუალების პროტესტი, რომელიც საპატრიარქოსთან გამოხატეს. ეს ამბავი რომ გავიგეთ, ბოლნისიდან ორი კაცი წამოვედით, ჩვენი მხრიდან საპატრიარქოსთან, დაახლოებით, 20-25 კაცი შევიკრიბეთ. იქ შეხლა-შემოხლა მოხდა და დაგვიჭირეს. ორი დღის შემდეგ, როცა გავსამართლდით, კახეთში წავედით, გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში, ვაზის ნერგები უნდა ჩამომეტანა. იქ ბავშვის ორი ნათლია მყავს. ერთ-ერთთან მივედით, რომელიც საგზაო დეპარტამენტის თანამშრომელია, მის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებ. ოჯახში სტუმრებს ელოდებოდნენ, სანამ ისინი მოვიდოდნენ, სუფრა გაიშალა, ცოტა დავლიეთ და ახლა მეორე ნათლიასთან წავედი, საიდანაც ვაზის ნერგები უნდა წამომეღო. იქაც რამდენიმე ჭიქა დავლიეთ. სანამ კახეთიდან უკან დავბრუნდებოდით, ისევ პირველ ნათლიასთან შევიარე, მძღოლი და ორი კაცი მახლდა, ისინი მანქანაში დავტოვე, ვუთხარი, _ შევალ, სტუმრებს დავლოცავ და მაშინვე უკან გამოვალ-მეთქი. სახლის შესასვლელში 2-3 ახალგაზრდა უშვერი სიტყვებით იგინებოდა შიგნით მყოფების მისამართით, ყურადღება არ მიმიქცევია. შევედი და მასპინძელთან ახლოს დავდექი, 50-კაციან სუფრაზე, დაახლოებით, 10 კაცი მაინც მიცნობდა, წინასწარ იყვნენ მოსულები და როცა ამ ოჯახში პირველად მივედი, მაშინ შევხვდით ერთმანეთს. ძალიან თამამად შევედი ოჯახში, მასპინძელი როგორც ძმა, ისე მყავდა, 10 წელიწადი ოჯახის რჩენაში მეხმარებოდა, ხელფასს შუაზე მიყოფდა, ზედ იყო ჩემზე გადაყოლილი. ჭიქის ხელში აღება და სუფრის წევრების მხრიდან აგრესიის წამოსვლა ერთი იყო. როდესაც ვთქვი, _ ბიჭებო, უნდა დაგლოცოთ-მეთქი, _ ეს რას ნიშნავდა მათთვის, არ ვიცი, შიგნით ჩემ შესვლამდე რა მოხდა, არც ის ვიცი, ამაზე არავისთან მილაპარაკია. როდესაც ასეთი აგრესია დავინახე, ისიც კი ვიფიქრე, ალბათ, გეები არიან და მიცნეს-მეთქი, ორი დღის წინანდელი ამბიდან გამომდინარე. სუფრიდან უშვერ სიტყვებს მეძახიან, მდგომარეობის განმუხტვა მაინც ვცადე და ვუთხარი, _ რა ხდება, ბიჭებო, სუფრაზე არ შესწრებიხართ-მეთქი?! ამის თქმა იყო, ერთი მელოტი კაცი მოვიდა და მეუბნება, _ ხმა არ ამოიღოო! ეს რომ ამას მეუბნება, სუფრიდან უკვე დედას მაგინებენ, 50 კაციდან 30 მაინც, მერე ვიღაცამ დაიძახა, _ კაცი ლაპარაკობსო… მელოტი კბილებს მიკრეჭს და თან მეუბნება, _ ხმა არ ამოიღოო. გინებას რომ არ მორჩნენ, მეც ვუთხარი, _ ბოლო-ბოლო, კაცი ვარ, რას მაგინებთ, თქვენი დედაც, გაგიხვრეტთ შუბლს, ვის აგინებთ-მეთქი! ამის თქმა იყო და მაგიდაზე დანა, ჩანგალი, თეფში, ჭიქა _ რაც იყო, ჩემი მისამართით წამოვიდა, ათივე შვილს გეფიცებით, თავში 5 გრაფინი მომხვდა. ერთ-ერთი გრაფინი, დარწმუნებით რომ დავინახე, მესროლა იოსებ ქადაგიშვილმა, რომელიც არის ექსპრემიერ ღარიბაშვილის ცოლის ნათესავი. მაშინ ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი გახლდათ. რაღაც მომხვდა თვალში, სიმწრისგან ჩავიკუზე, მელოტი თავზე დამადგა და თავში რა მირტყა, არ ვიცი. ეს ვაჟკაცი კაცის საქციელი არ არის, წაქცეულ კაცს ურტყამ, ჩემამდე ვერ დადის… თვალის ტკივილისგან რომ გავთავისუფლდი და დავაპირე, მელოტი მომეგერიებინა, ამასობაში, მასპინძელმა იღრიალა, _ თქვენ მართლა ბოლო-ბოლოო!!! ფეხზე რომ წამოვდექი და თავი თავისუფლად ვიგრძენი, მელოტი გარბოდა, ისიც კი მახსოვს, კუბოკრული პიჯაკი ეცვა, მისი თვალები არასოდეს დამავიწყდება. შემდეგ ქადაგიშვილმა შემაგინა, სკამს გადმოაბიჯა და გავიდა. გაოგნებული ვიყავი, ერთ წუთში დაიწყო და დამთავრდა ეს ყველაფერი, მასპინძელს ვუყურებდი, რას იტყოდა. ისინი რომ წავიდნენ, მაშინ თქვა, _ ვეფხო, ეს რა ქენიო?.. ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან მიყვარს, ამ ამბის შემდეგ დამკარგა… მასპინძელს ვუთხარი, _ არაკაცი ვიყო, თუ ეს ვაპატიო-მეთქი.
განაგრძეთ კითხვა

скачать dle 11.3
></div>
	<div class=5 573 / 01 აგვისტო 2017
სხვა სიახლეები
Çàãðóçêà...
კომენტარები