loading...

სასიხარულო ინფორმაცია, რომელიც ახალხან გავრცელდა "ემიგრანტები საქართველოში გრიპით დაავადებულებს „ტამიფლუს“ უფასოდ უგზავნიან

ემიგრანტთა ნაწილი გეგმავს, საქართველოში „ტამიფლუ“ უსასყიდლოდ გამოაგზავნონ და შეჭირვებულ ოჯახებს გადასცენ. თურქეთში მცხოვრები თეა ხასაია სოციალურ ქსელში მოწოდებას ავრცელებს
„სტამბულში მყოფო ქართველებო, ვინმემ გაუკეთეთ ორგანიზება, გავაგზავნოთ საქართველოში ღორის გრიპის წამალი ტამიფლუ და ახლა სხვა წამალიც გავიგე, რითაც თურქეთი კურნავს ღორის გრიპით დაავადებულთ. აქ 39 ლირამდე ღირს. რამდენიმე კოლოფი, ვის რამდენიც შეგვიძლია, ერთიც რომ შეგეძლოთ, ვიყიდოთ და მოვიფიქროთ, რანაირად შევძლებთ გაგზავნას. რას იტყვით... მე ვერ ვუკეთებ ორგანიზებას, მოუცლელი სამსახურის გამო. კვირას ვისვენებ, შევხვდეთ სადმე, მოვიფიქროთ, საქართველოში გაჭირვებულ ავადმყოფებს მივაწოდოთ... უფალი გფარავდეთ თქვენ და თქვენს ახლობლებს, სრულიად საქართველოს. მინდა სხვა ქვეყნის ემიგრანტებმაც გადააზიაროთ და ააგროვოთ წამალი. დავდგეთ ფეხზე. განსაცდელი გვიდგას ყველას", -წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

 წყარო primetime.geскачать dle 11.3
></div>
	
  
   
        
        
        <div class=965 / 11 იანვარი 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები