loading...
Загрузка...

მანანა იმედაძე განცხადებას ავრცელებს "ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ ჩემს სალომეს ვირუსთან ერთად ჰქონდა რაღაც, მძიმე ქრონიკული დაავადება

კომპოზიტორი მანანა იმედაძე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამინა გამყრელიძის განცხადებას ეხმაურება. კომპოზიტორი წერს, რომ მის რძალს, რომელიც ღორის გრიპის დიაგნოზით გარდაიცვალა, სხვა ქრონიკული დაავადება არ ჰქონია და გამყრელიძე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს."დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის - ამირან გამყრელიძის მიერ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია,რომ ჩემს სალომეს ვირუსთან ერთად ჰქონდა რაღაც, მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელსაც თითქოს ვერ აცხადებს ჩვენი,ანუ ოჯახის თანხმობის გარეშე, რაც არის სრული აბსურდი!!!!!!!!!!ძალიან გთხოვთ, რომ თავი შეიკავოთ ასეთი ცრუ განცხადებებისგან, რადგან ოჯახს ისედაც გვეყოფა რა საშინელი ტრაგედიაც დაგვატყდა თავს!!!!!" - წერს იმედაძე.
22 წლის სალომე ქემაშვილი გუშინ, ინფექციურ საავადმყოფოში, ერთკვირიანი სიკვდილთან ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. დღეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახალგაზრდა ქალს, H1N1- თან ერთად, საკმაოდ მძიმე დაავადება ჰქონდა.
​​​

скачать dle 11.3
></div>
	
  
   
        
        
        <div class=7 414 / 10 იანვარი 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები