loading...

ბუბა კიკაბიძე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

"თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­დევ ასე გაგ­რძელ­და, ძა­ლი­ან ბევ­რი წავა ამ ქვეყ­ნი­დან და მეც წა­ვალ! მე 80 წელს გა­და­ვა­ბი­ჯე და ჩემი წას­ვლა შე­იძ­ლე­ბა არა­ფერს ნიშ­ნავ­დეს, მაგ­რამ იმას ვამ­ბობ, რომ ასეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა არ მინ­და!" - ამის შე­სა­ხებ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში მომ­ღე­რალ­მა ბუბა კი­კა­ბი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბიც და­ა­ფიქ­სი­რა:მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის შეკრებაზე, ბიძინა ივანიშვილმა კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის თაობაზე უკმაყოფილება გამოთქვა, გაჩნდა ვარაუდები, რომ ეს კანონპროექტი შესაძლოა ისევ დააბრუნონ საკანონმდებლო ორგანოში, ხელისუფლებაში ამას გამორიცხავენ, თუმცა ცნობილი მომღერალი ბუბა კიკაბიძე ამ საფრთხეს რეალურად მიიჩნევს.
მან თავისი უკიდურესი აღშფოთება ჩვენ გაგვიზიარა:
 დიახ, ყვე­ლა­ზე ვამ­ბობ! მათ­ზე ვამ­ბობ, რომ­ლებ­საც სურთ ისევ ვაშ­ლი გა­ყი­დონ რუ­სეთ­ში... ან თა­ვი­სუფ­ლე­ბი უნდა ვი­ყოთ, ან მო­ნე­ბი! სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ხელ­ში მგო­ნია რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბი ვერ ვიქ­ნე­ბით! რა­საც მე ვუს­მენ, აშ­კა­რაა რომ პრო­რუ­სუ­ლი ქა­ლია! ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს თა­მარ მე­ფის­თვის შე­უ­და­რე­ბია და რაღა გვი­ჭირს, ცო­ცხა­ლი გვყო­ლია ლე­გენ­და­რუ­ლი მეფე, ამ­დენს რომ ვე­ძებ­დით მის საფ­ლავს!
- რას იტყო­დით კა­ნა­ფის კულ­ტი­ვა­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე? 
 - ხომ არ გექ­ნე­ბათ, რომ მო­მა­წე­ვი­ნოთ? - ეგ არის ჩემი უკა­ნას­კნე­ლი ნატ­ვრა... ეს ირო­ნი­ით და ისე კი ძა­ლი­ან შეძრწუ­ნე­ბუ­ლი ვარ! ქარ­თვე­ლებს ერთი უბე­დუ­რე­ბა გვჭირს: სიგ­ლა­ხეს მალე ვით­ვი­სებთ! ეგღა გვაკ­ლია ჩვენ­თან მა­რი­ხუ­ა­ნას პლან­ტა­ცი­ე­ბი ავა­ბი­ბი­ნოთ
- არ შეიძლება, კაცო, მაგის გაფიქრებაც კი, კანაფის მოშენება მთლად დაანგრევს ამ ქვეყანას!ეკლესია, ხალხი ამ ყველაფრის კატეგორიული წინააღმდეგი წავა და მეც მხარს დავუჭერ! ვიცი, რომ ხალხი გამოვა საპროტესტო აქციებით და მეც პირველი დავდგები იქ! სასტიკად ვეწინააღმდეგები მაგ საკითხს და ამას ყველა შესაძლო ფორმით გამოვხატავ! თუ ისე წავა საქმე, რომ აღარავისას აღარაფერს არ დაიჯერებენ, ჩვენც ვაჩვენებთ, რომ საქართველოში  მარიხუანას მოშენებას არ დავუშვებთ!
- ოპოზიციის წარმომადგენლები რომ ამბობენ, ქვეყნის სასიკეთოდ კი არა ბიძინას უნდა თავის ფინანსური მოგებისთვისო, თქვენც ამ მოსაზრებას ემხრობით?
- ეგ თვითონ ბიძინას ჰკითხეთ, გენაცვალე! მე ხაზგასმით გეუბნებით, რომ კანაფი საქართველოში არ უნდა მოიყვანონ და ეგ არის რა! ძალიან დიდ გაუბედურებას გამოიწვევს ჩვენი ახალგაზრდობისას, მე ასე მგონია, კი არა დარწმუნებული ვარ! 

- ბიძინა ივანიშვილს თუ იცნობთ პირადად და როდის გახდით მისი მოწინააღმდეგე?
- მას პირადად არასოდეს შევხვედრივარ, არც მიწვევა მქონია მასთან როდესმე... ჩემს კონცერტზე იყო ერთხელ მოსული და როგორც ჩემმა პროდიუსერმა მითხრა, გარკვეული ფინანსური დახმარებაც გასწია კონცერტისთვის... ივანიშვიული მომწონდა და მისი მხარდამჭერი ვიყავი, რადგან ქველმოქმედებას ეწეოდა, მაგრამ მერე გავიგე, რომ პოლიტიკაში წავიდა და ეს უკვე აღარ მესიამოვნა... მთელი საქართველო ყირამალა დადგა, ვიდრე არ მოიყვანეს და ალბათ მაგის საქმეა პოლიტიკა, რა ვიცი, აბა... იმიტომაც ვართ "კარგად"!

- ისმის კრიტიკა, რომ ზოგი ხელოვანი ბიძინა ივანიშვილისგან დახმარებას იღებს და მის პოლიტიკას არ ემხრობა...
- რა ვიცი, ეგ ჩემი საქმე არ არის და სხვაზე ნუ მალაპარაკებთ!

- თქვენზეც თქვეს...
- მიმაჩნია, რომ ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს და მიიღოს ის, რაც ეკუთვნის! 

- ქვეყანაში შექმნილი დღევანდელი ვითარება არ მოგწონთ, მაგრამ გამოსავალს რაში ხედავთ?
- გამოსავალს ვეღარაფერში ვხედავ!

- თქვენ რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ხართ, არც მათ დაბრუნებაში?
- ერთად დავსხდეთ და დაველოდოთ რა იქნება! დღეს კი ყველაფერი ბუნდოვანია...

წყყარო კვირის პალიტრა
скачать dle 11.3
></div>
	
  
   
        
        
        <div class=4 119 / 08 იანვარი 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები