loading...
Загрузка...

გედევან ფოფხაძე დაპირისპირების დეტალებზე ალაპარაკდა: "დამირეკეს თალაკვაძემ და მდინარაძემ ..."

"იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭო­ში ამ სა­კი­თხის გან­ხილ­ვის დღეს დი­ლი­დან და­მი­რე­კა ჯერ აჩი­კო თა­ლაკ­ვა­ძემ, შემ­დეგ მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ ერთი თხოვ­ნით: "გედი დღეს რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც არ უნდა მი­ი­ღოს იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭომ, გუნ­დის თხოვ­ნაა, რომ შენ რამე კო­მენ­ტა­რი არ გა­ა­კე­თო", - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა გე­დე­ვან ფო­ფხა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" გა­ნა­ცხა­და.მისი თქმით, იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს მიერ მო­სა­მარ­თლე­თა სიის წარ­დგე­ნის შემ­დეგ, პარ­ტი­ის ოფის­ში შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა, სა­დაც ეკა ბე­სე­ლი­ამ წარ­დგე­ნი­ლი სიის მხარ­და­ჭე­რა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.
რო­გორც ფო­ფხა­ძემ აღ­ნიშ­ნა, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე­ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დარ­წმუ­ნე­ბას ცდი­ლობ­და იმა­ში, რომ მო­სა­მარ­თლე­თა წარ­დგე­ნი­ლი სი­ის­თვის მხარ­და­ჭე­რა­ში არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ არის.
"რე­ა­ლუ­რი ის­ტო­რია არის ასე­თი: იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭო­ში ამ სა­კი­თხის გან­ხილ­ვის დღეს დი­ლი­დან და­მი­რე­კა ჯერ აჩი­კო თა­ლაკ­ვა­ძემ, შემ­დეგ მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე­მერ­თი თხოვ­ნით: "გედი, დღეს რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც არ უნდა მი­ი­ღოს იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭომ, გუნ­დის თხოვ­ნაა, რომ შენ რამე კო­მენ­ტა­რი არ გა­ა­კე­თო". ეს თხოვ­ნა მარ­ტო ჩემ მი­მართ არ იყო. იყო ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის მი­მართ, ვინც ით­ვლე­ბი­ან, რომ ცოტა და­მო­უ­კი­დე­ბელ შე­ფა­სე­ბებს იძ­ლე­ვი­ან. ცოტა და­ვი­ძა­ბე - ეტყო­ბა რა­ღაც ცუდი ხდე­ბა-მეთ­ქი. ამის შემ­დეგ, მე ჩემი მხრი­დან გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე ზა­რე­ბი ჩემს თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან პარ­ტი­ა­შიც და იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭო­შიც. გა­ვარ­კვიე რე­ა­ლუ­რად რა ხდე­ბო­და. გა­სა­გე­ბი გახ­და, რომ ბნელ ოთახ­ში რა­ღაც ბნე­ლი სია მზად­დე­ბო­და და ერ­თმა­ნეთ­ში შევ­თან­ხმდით, რომ ჩვენ­თვის ეს არის მი­უ­ღე­ბე­ლი. ამის შემ­დეგ ჩვენ ვიკ­რი­ბე­ბით პარ­ტი­ის ოფის­ში პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეს­თან ერ­თად, ვა­ფიქ­სი­რებთ ჩვენს პო­ზი­ცი­ას და პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე კი­თხუ­ლობს: არის თუ არა რე­ა­ლუ­რი, რომ პა­რას­კევს ეს სია გა­ვი­დეს კო­მი­ტეტ­ზე და მერე სხდო­მა­ზე. ეკა ბე­სე­ლი­ამ კა­ტე­გო­რი­უ­ლად თქვა, რომ ასეთ ტემპში ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა არის შე­უძ­ლე­ბე­ლი. ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე კი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს არ­წმუ­ნებ­და, რომ არც დრო­ის და არც პრო­ცე­დუ­რე­ბის პრობ­ლე­მა არ არის", - გა­ნა­ცხა­და გე­დე­ვან ფო­ფხა­ძემ.
წყარო ambebi.geскачать dle 11.3
></div>
	
  
   
        
        
        <div class=1 552 / 04 იანვარი 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები