loading...

მაგრა რო მეძინება, გადმომატრიალებს ჩემი ჯანიანი ქმარი და დილას

სოციალური ქსელის მომხმარებლებში უბადლო იუმორით ცნობილი ნინო ახობაძე ფეისბუქის პირად გვერდზე მორიგ სახალისო ისტორიას იხსენებს:„ერთი ძაან საყვარელი ექთანი მყავდა ერთერთ საავადმყოფოში,დღემდე უბიწოა (ნუ დავცინებთ თხოვნაა) მოკლედ, ქალიშვილია ესქალი და ეს თემაც ჩვენში უკვე ღიმილებს იწვევს და აღარც ისუბრაზდება ბედს, შეეგუა რა..
ერთხელაც ვსხედვართ საორდინატოროში ბევრნი, სულ ქალები და ვჭამთ. ავადმყოფი არ არის და გვცალიარა. პატარა შავთეთრი ტელევიზორი იდგა კუთხეში და გადის "ანჟელიკა".
ეს ქალიც ჩვენთან ზის, ზემოთ ვისზედაც მოგახსენეთ. და გახედა უცებ ტელევიზორს და მოწმენდილ ცაზეგამოაცხადა:-"აი მე სუ რო 5 000$ მომცეს რობერ ოსეინმა, შანსი არაა, არ დავუწვებიო"!!
გაგვეჩხირა ახლა ლუკმები ყელში, აგვიტყდა სიცილი, ვიხოცებით და ის ძაან გაგვიბრაზდა-"რა გაცინებთ,რას გავსო"....
ნუ ამაზე სუ დავიხოცეთ და წავიდა ღლიცინი...აღარ ვეშვებით. იმან კიდე გაფშიკა ფეხები-არაო! არ მინდა 5 000-იო, გეგონება ოსეინი კართან იდგა და გვაყრიდა დოლარებს..
ერთი თანამშრომელი ქალი ჩაფიქრდა ამასობაში და -"რა ვქნა გოგოებო, ისე მიჭირს ეხლა, მე 3000-ადაცმივნებდებოდი, მარა სად არიო" ნუ ავიტაცეთ ეს თემა და აღარ ვამთავრებთ, იქ ვიღაცამ 2 000-ში გაყიდათავი, ვიღაცამ 2 500-ში და მოვიდა დღის ბოლო, ვიცვლით, სახლებში უნდა წავიდეთ და ერთი ჩვენი ექიმიქალი ამბობს ძალიან სერიოზული სახით:

"აი მთელი დღეა ვფიქრობ და ეხლა აქედან სახლში რო მივალ დაღლილი, ოცი პაციენტი რო მიბურღავდატვინს და აქედან ათი მიბღვერდაო... ნერვი რო აღარ მაქვს უკვეო... და გავალ აქედან, შევივლი მარკეტში,ავიკიდებ პროდუქტებს, მერე აფთიაქში დედამთილის წამლებზე რო გავივლი, მერე ავალ გაჭედილმარშუტკაში, ბოლოს მივლასლასდები სახლში, მოვამზადებ ვახშამს, დავბან ბავშვებს, დავაძინებ;გავაუთოვებ ქმრის შარვალს, მერე მეც მივეგდები და აი მაგრა რო მეძინება და გადმომატრიალებს ჩემიფეხბურთნაყურები ჯანიანი ქმარი და მშმუთავს... და ნაჯანჯღარებს რო ჩამეძინება და დილას ტუმბოჩკაზეშვიდი ლარი და ხურდები რო დამხვდებაო!!.... აი რობერ ოსეინს 5 000-დოლარად კი არა, ფრუნზიკამკრტიჩიანს შევეხვეწები ხუთას დოლარში, მარა არც იმას რო არ ვუნდევარ-ეგაა უბედურებაო"!!!!!!!!!!!!!!!!!

ისეთი ხარხარი ატყდა, მთავარი ექიმი დაგვადგა თავზე-ხო მშვიდობააო?
მშვიდობა იყო ახლა ეგაა? (სისულელეები არ დამიწეროთ, ფრენდებში მყვანან-ყველა!) დაჟე მთავარიექიმიც! “ - წერს ნინო ახობაძე.
წყარო alia.geскачать dle 11.3
></div>
	
  
   
        
        
        <div class=3 268 / 06 დეკემბერი 2018
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები