loading...

მე-6 სკოლის დირექტორის მდგომარეობა მძიმეა (იხ. მისი შვილის სკანდალური კომენტარი)

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ია კერძაიას დღის ბოლოს გადაუდებელი ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების განცხადებით, ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.„პაციენტი შემოყვანის დღიდან იმყოფება მძიმე მდგომარეობაში, კომატოზურ მდგომარეობაში. აღენიშნება თავის ტვინის სისხლჩაქცევა, რომელიც გამოწვეულია გამოწვეულია თავის ტვინის წინა არტერიის ანევრიზმის გასკდომის შედეგად. იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, უტარდება შესაბამისი მკურნალობა,“-განაცხადა ექიმმა იაკობ ცერცვაძემ.

„გამოაგზავნა განათლების სამინისტრომ ინსპექტირების ჯგუფი, ანონიმური წერილის საფუძველზე, რომელიც 8 ნოემბერს არის გამოცემული ბრძანება, მერე დღეს უკვე ზუგდიდში არიან შემმოწმებლები და ერთი კვირა ახორციელებდნენ ფაქტობრივად რეპრესიას. დილიდან საღამომდე მიმდინარეობდა დაკითხვები, აფრთხილებდნენ მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე.

ეს პროცესი დაახლოებით 22 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მუდმივი ზეწოლა, მუდმივი წნეხი იყო ამ პროცესის თანმდევი,“-ამბობს ბაჩანა შენგელია.

მისი თქმით, ია კერზაია დასაჯეს, რადგან ის არ აწვდიდა „ ქართულ ოცნებას“ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა სიებს.

„ეს იყო აშკარად პოლიტიკური პროცესი ვინაიდან არჩევნების პირველსა და მეორე ტურებს შორის მოხდა, იყო საუბარი რომ ეს მოხდა იმიტომ რომ ის არ იყო ქართული ოცნების აქტივისტი , არ აწვდიდა მათ მომხრეების სიებს . მას ეს პირდაპირ მოსთხოვეს. არ აპატიეს, დასაჯეს. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია“-ამბობს შენგელაია. 

скачать dle 11.3
></div>
	
  
   
        
        
        <div class=1 691 / 03 დეკემბერი 2018
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები