Загрузка...

ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე მიხეილ სააკაშვილი ჩავიდა სადაც იყო პრემიერი ბახტაძე და სხვა მაღალითანამდებობის პირები (იხ. ფოტოკოლაჟი)

მიხეილ სააკაშვილი ფრანკფურტში წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე ჩავიდა. როგორც კადრში ვხედავთ, ინტერვიუს აძლევს. მასთან ერთად ჩანს ლაშა ბაქრაძე.შეგახსნებთ, რომ წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით არის მიწვეული და ის მთელს მსოფლიოს თავის ლიტერატურასა და კულტურულ მემკვიდრეობას გააცნობს.  სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ფრან­კფურ­ტის წიგ­ნის ფეს­ტი­ვალს სტუმ­რობს. იგი ბექა გო­ჩი­აშ­ვი­ლის ჯაზ ბენ­დის გა­მოს­ვლას ეს­წრე­ბა. ფრან­კფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბის კვი­რე­უ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გუ­შინ გა­იხ­სნა. სა­ქარ­თვე­ლოს პა­ვი­ლი­ო­ნი სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა, დი­ზა­ი­ნერ­მა გია ბო­ხუ­ამ შექ­მნა. 2018 წელს ფრან­კფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც სა­პა­ტიო სტუ­მა­რი ქვეყ­ნის პრო­ექ­ტის კონ­ცეფ­ცია ქარ­თუ­ლი წიგ­ნის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დაკ­ვე­თით მარ­კე­ტინ­გულ­მა კომ­პა­ნი­ამ connect 2016 წელს შექ­მნა. კონ­ცეფ­ცი­ის - ან­ბა­ნით მო­თხრო­ბი­ლი სა­ქარ­თვე­ლო / Georgia Made by Characters ტექ­სტის ავ­ტო­რი თა­ნა­მე­რო­ვე მწე­რა­ლი აკა მორ­ჩლა­ძეა, ხოლო ბრენ­დინ­გი გია ბო­ხუ­ას, კახა კა­ხა­ძეს და თაკო ჭა­ბუ­კი­ანს ეკუთ­ვნის. ფრან­კფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბის კვი­რე­უ­ლის ქარ­თუ­ლი პროგ­რა­მა პა­ვი­ლი­ონ­ში ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი პი­ა­ნის­ტის ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლის შეს­რუ­ლე­ბით გა­იხ­სნა. სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც სა­პა­ტიო სტუ­მა­რი ქვეყ­ნის პა­ვი­ლი­ო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ და ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ფე­დე­რი­კა მო­გე­რი­ნიმ ქარ­თველ და უცხო­ელ სტუმ­რებ­თან ერ­თად გახ­სნეს.

 скачать dle 11.3
></div>
	
  
        
        
        
        <div class=2 130 / 10 ოქტომბერი 2018
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები