Загрузка...

საწვავი კიდევ გაძვირდა 8 თეთრით, სააკაშვილს ამჯერად 1 ლარი და 8 თეთრი მიაქვს ჯიბეში

6-7 წლის წინ, როდესაც ბენზინის ღირებულება 1,50 - 1,60 ღირდა მაშინ 1 ლარი იმდროინდელ პრეზიდენტს მიჰქონდა ჯიბეში რა ხდება დღეს როდესაც ფასი საწვავზე ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია?
საქართველოში საწვავი ძვირდება - ბოლო დღეების განმავლობაში, ბენზინგასამართ სადგურებზე მისულ მომხმარებელს, ბენზინზე ფასი 5-8 თეთრამდე მომატებული დახვდა.ექსპერტები საწვავის გაძვირების რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ პროცესი სამომავლოდაც გაგრძელდება.
„საერთაშორისო ფასი გლობალურ ბაზრებზე არის მნიშვნელოვნად მომატებული. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის რეკორდულად მაღალი ფასები.
"მეორე მხრივ, ბოლო თვენახევრის ორი თვის განმავლობაში ლარი დოლარის მიმართებაში მნიშვნელოვნად გაუფასურდა. შესაბამისად ამ ორი მნიშვნელოვანი კომპონენტის ერთ განაპირობა, რომ ფასი გაიზარდა 5-8 თეთრით.
"ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი მოქმედებს იმაზე, რომ მომავალში შესაძლებელია ამ ფაქტორიდან გამომდინარე და არა ლარის გაცვლითი კურსიდან გამომდინარე მოხდეს ფასების კორექტირება“-ამბობს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი.
ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი კი აცხადებს, რომ მთავრობას შეუძლია ნავთობპროდუქტებსა და გაზზე აქციზის გადასახადი შეამციროს.  ხორგუაშვილი ამბობს, რომ ყველანაირი ტენდენცია იმაზე მეტყველებს, რომ მდგომარეობა გაუარესდება.
„დღეს ერთი ლიტრი ბენზინიდან მწარმოებლები მთავრობას უხდიან დაახლოებით 50 თეთრს, მაგალითად ეს რომ შემცირდეს 30 თეთრით და მოუწიოთ 20 თეთრის გადახდა ეს ცალსახად ფასზე დადებითად იმოქმედებს და ფასს შეამცირებს. ყველაფერი ჯამში დაკავშირებულია მთავრობის ქმედებებთან,“-ამბობს ხორგუაშვილი.скачать dle 11.3
></div>
	
  
        
        
        
        <div class=1 228 / 10 ოქტომბერი 2018
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები