Загрузка...

რამდენად რეალურია ინგუშეთის შემოერთება საქართველოსთან? და როგორ შეაფასებთ ამას?

აქტიურად იწერება იმაზე, რომ ინგუშებს რუსეთის ფედერაციიდან გასვლა და საქართველოსთან შემოერთება სურთ. რამდენად რეალურია ეს, მე შევეცდები ჩემი აზრი ჩამოვაყალიბო.ცალსახაა და უდავოა, რომ ინგუში ერის განსაკუთრებულ როლს კავკასიაში ვაღიარებთ ქართველები. მათი ძმობის და უღალატობის პრაქტიკაში დარწმუნების საშუალებაც უამრავჯერ მოგვეცა. ისინი არასდროს იბრძოდნენ ქართველთა წინააღმდეგ არცერთ ომში, მაშინაც კი, როდესაც მთლიანი კავკასია გვებრძოდა. დასაფასებელია მათი ქართველების მიმართ დამოკიდებულებაც და იშვითი შემთხვევაა, როდესაც ისლამის მრწამსზე მოქცეული ერი ქრისტიანებს დიდ ძმებად აღიარებდეს. ესეც ჩვენი ტოლერანტობის, სიყვარულის და ვაჟკაცობის დამსახურებაა. გასული საუკუნის 50-იან წლებში ინგუშები საკუთარი სახლებიდან გადაასახლეს და მათ ფუძეზე ქართველები ჩაასახლეს. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ინგუშთა დევნილობა დაუბრუნდა კარ-მიდამოს, მაგრამ ყველა სახლში ქართველები დახვდათ. უსიტყვოდ დატოვეს ქართველებმა ინგუშთა საცხოვრებლები და პირუტყვი და ჭურჭელიც კი არ წამოუღიათ და წამოუყვანიათ, ნიშნად იმისა, რომ ინგუშებმა იმ პერიოდში დიდი რეპრესიები გადაიტანეს. აი ამის შემდეგ მთლად გასისხლხორცდა მათი სიყვარული უწყინარი ერის – ქართველების მიმართ.
სამწუხაროდ ინგუშეთი რუსეთის ფედერაციულ სახელმწიფოს წარმოადგენს. რუსეთის პოლიტიკა კი ყველამ კარგად იცის როგორია – დაყავი და იბატონე. აი ამ პრინციპის წყალობით დააპირისპირა რუსეთმა ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკები. ყველა მოსაზღვრე ქვეყანას ტერიტორიული პრეტენზია გააჩნიათ ერთმანეთის მიმართ. ძლიერი და ერთიანი კავკასიის იდეა ყველაზე ძალიან რუსეთს აშინებს და მუდამ ცდილობს სიტუაციის ესკალაციას. ყველაზე ადვილი საშუალება კი ის არის, როდესაც წაჰკიდებს პატარა ერებს და თავად მომრიგებლის როლში მოევლინება-ხოლმე სამყაროს. ეს კარგად ნაცადი ხერხია მსოფლიო პოლიტიკაში. ამას არა მარტო რუსეთი, არამედ ამერიკა, ინგლისი და სხვა წამყვანი სახელმწიფოებიც იყენებენ.
დღევანდელი მდგომარეობით კი ინგუშეთი უდიდეს განსაცდელშია. რუსებს ნამდვილად გადაწყვეტილი აქვთ ინგუშთა რეპრესიები და ამას თავად კი არა, არამედ მოღალატე და სლავებზე გაყიდული რამზან კადიროვის ხელით ცდილობენ. მთიანი ტერიტორიის გამო ხდება ის, რაც დღეს აღშფოთებასთან ერთად სიამაყესაც იწვევს. მართლაც საამაყოა, როდესაც 800 000-იან ერს არ ეშინია და მონსტრ რუსეთს უპირისპირდება. 50 000 ინგუში გამოვიდა ქვეყნის დედაქალაქში და აქტიურად აპროტესტებენ მოღალატე პრეზიდენტის შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ის კადიროვს უფეშქაშებს ინგუშთა ერის საკუთრებას – მიწას.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგუშებმა რუსებს ულტიმატუმი წაუყენეს, თუ ისე არ მოხდება როგორც მათ სურთ, მაშინ გამოყოფას მოითხოვენ და საქართველოს შეუერთდებიან. ერთის მხრივ მაგარი იდეაა, მაგრამ რუსეთთან ულტიმატუმებით საუბრის რამდენად დაიჯერება ცოტა საეჭვოა. ზემოთ უკვე ვახსენე, რომ ინგუშები მცირე ერი არიან და მათი რუსეთთან დაპირისპირება ერის გენოციდის ტოლფასია. ალბათ ლამაზი ოცნებაა ის, რომ ინგუშებს საქართველოს შემადგენლობაში სურთ შესვლა.
დავუშვათ და ინგუშეთს ვიერთებთ. რა თქმა უნდა, რომ ეს ძალიან მაგარი იქნება, მაგრამ ეკონომიკურად ღატაკი, ტერიტორიებ დაკარგული, ჯარის და საგარეო პოლიტიკის არ მქონე საქართველოსთვის, რამდენად შესაძლებელი იქნება ახალი მიწების და ერის ათვისება? ეს უტოპიაა, ყოველშემთხვევაში ამ მთავრობის და ამ პოლიტიკური მარათველობის პერიოდში.
თუმცა ნიჰილიზმი ნუ შეგიპყრობთ. აუცილებლად გამოჩნდება კომუნიზმის და ლიბერალიზმის ალტერნატიული იდეოლოგიის მატარებელი ხალხი და შემდეგ მოხდება ერის გამოხსნა. ზუსტად ის ეროვნული ძალა მოახდენს ჯერ ქართველი ერის ფეხზე დაყენებას და შემდეგ ქართული ლობის აქტიურ ამუშავებას, როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალში, ჰერეთში, ტაო-კლარჯეთში და თვით ჩრდილოეთ კავკასიაშიც კი.
სტუდენტური მოძრაობა – „ეროვნული ძალა“ სოლიდარობას გამოვთქვამთ ინგუში ერის წინაშე და ჩვენს კავკასიელ ძმებს მხადასაჭერ აქციას ჩავუტარებთ თბილისში. 9 ოქტომბერს 18 საათზე ვიკრიბებით პარლამენტის შენობასთან. გთხოვთ მობრძანდეთ და მინიმალური გავაკეთოთ ამ ტანჯული ერისთვის.
გააზიარეთ, რომ უფრო მეტმა შეიტყოს.
mystar.geскачать dle 11.3
></div>
	
  
        
        
        
        <div class=1 995 / 08 ოქტომბერი 2018
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები