Загрузка...

ჯიქიაზე კორპუსის ლიფტი მოწყდა - ლიფტში ცხრა ადამიანი იჯდა (ფოტოები)

გუშინ, ღამით ჯიქიაზე, კორპუსის ლიფტი მოწყდა,რომელშიც რვა ირანის და ერთი საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა,- ამის შესახებ, ,,პრაიმტაიმს'' ინფორმაცია ერთ-ერთმა თვითმხილველმა  მიაწოდა.
როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ლიფტს წონის მუხრუჭი არ უმუშავებდა და ლიფტის ჩავარდნა, სწორედ, ამან გამოწვია. 
,,შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. ლიფტი ოთხ ადამიანზეა გათვლილი. თუმცა, მაგ დროს 9 ადამიანი იმყოფებოდა. როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ლიფტს წონის მუხრუჭი არ ჰქონია. უბედური შემთხვევაც, სწორედ ამიტომ მოხდა,'' - აღნიშნა თვითმხილველმა. 
,,პრაიმტაიმი'' ამ დროისთვის სხვა დეტალების გარკვევას ცდილობს. 
 წყარო   primetime.ge






скачать dle 11.3
></div>
	
  
        
        
        
        <div class=4 464 / 07 ოქტომბერი 2018
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები