Çàãðóçêà...

ვლადიმერ პუტინის სკანდალური ნაბიჯი უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს რუსეთში

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ციმ­ბირ­ში, ცუ­გო­ლის პო­ლი­გონ­ზე მიმ­დი­ნა­რე მას­შტა­ბუ­რი სამ­ხედ­რო წვრთნის Восток-2018-ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას გა­ეც­ნო, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღე გაგ­რძელ­დე­ბა და რო­მელ­შიც 300 ათა­სი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე და 1000 თვითმფრი­ნა­ვი მო­ნა­წი­ლე­ობს... სამ­ხედ­რო ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის თქმით, ბოლო 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი წვრთნაა, რო­მე­ლიც ჩა­ტა­რე­ბუ­ლა; ყვე­ლა­ზე ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სამ­ხედ­რო წვრთნე­ბი, ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს, 1981 წელს ჩა­ტარ­და და მას­ში 150 ათა­სი სამ­ხედ­რო მო­ნა­წი­ლე­ობ­და... სა­ინ­ტე­რე­სოა, რის დე­მონ­სტრი­რე­ბა სურს რუ­სეთს?!ფაქ­ტია, რომ რუ­სე­თი სი­რი­ა­სა და შო­რე­ულ აღ­მო­სავ­ლეთ­ში საბ­რძო­ლო სწავ­ლე­ბებს იწყებს. რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის სერ­გეი შო­ი­გუს თქმით, სწავ­ლე­ბა­ში ასე­ვე ჩარ­თუ­ლია ჩი­ნე­თი­სა და მონ­ღო­ლე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი, ავი­ა­ცია და სა­ზღვაო ფლო­ტი...
"აქ­ტი­უ­რი ფაზა რუ­სე­თის ცენ­ტრა­ლუ­რი და აღ­მო­სავ­ლე­თის 5 ოლ­ქში გა­ი­მარ­თე­ბა, ასე­ვე, რუ­სე­თის მო­სა­ზღვრე სამ სა­ნა­პი­რო­ზე - ია­პო­ნი­ის მხა­რეს. მთა­ვა­რი სცე­ნა­რი ცუ­გო­ლი­სა და ბა­ი­კა­ლის რე­გი­ო­ნებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა... " - აცხა­დებს შო­ი­გუ და დას­ძენს, რომ სწავ­ლე­ბა­ში 3200 ჩი­ნე­ლი სამ­ხედ­რო, 900 სამ­ხედ­რო მან­ქა­ნა და 30 თვითმფრი­ნა­ვი მო­ნა­წი­ლე­ობს.
რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრეს-მდივ­ნის დმიტ­რი პეს­კო­ვის თქმით, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ვლა­დი­ვოს­ტოკ­ში და­გეგ­მი­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის წინ "სტრა­ტე­გი­ულ წვრთნე­ბი" გა­ი­ა­რა და "კუნ­თე­ბი შე­ა­თა­მა­შა..."
იმა­ვე ფო­რუმ­ზე, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ია­პო­ნი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ სინ­ძო აბეს, ვი­თომ "სხვა­თა შო­რის" სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის და­დე­ბა შეს­თა­ვა­ზა.
"იცით, უცებ იდეა მო­მი­ვი­და: - დავ­დოთ სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბა წლის ბო­ლომ­დე, ყო­ველ­გვა­რი წი­ნა­პი­რო­ბე­ბის გა­რე­შე" - აუ­დი­ტო­რი­ის და­დე­ბი­თი რე­აქ­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, სინ­ძო აბემ პუ­ტი­ნის შე­თა­ვა­ზე­ბის მრა­ვალმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დუ­მი­ლით უპა­სუ­ხა, რა­საც რუსი სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბის საკ­მა­ოდ თავ­და­ჭე­რი­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა - "აუჩ­ქა­რე­ბე­ლი ია­პო­ნია არც ამ­ჯე­რად ჩქა­რობს".
ბოლო 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სე­თი­სა და ია­პო­ნი­ის ლი­დე­რე­ბი ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად 22-ჯერ შეხ­ვდნენ და მა­ინც, სა­და­ვო კუნ­ძუ­ლე­ბი, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­კა­ვა და ად­გი­ლობ­რი­ვი 17 000 ია­პო­ნე­ლი გა­და­ა­სახ­ლა, ია­პო­ნი­ა­ში ჩრდი­ლო­ეთ ტე­რი­ტო­რი­ე­ბით, რუ­სეთ­ში კი - კუ­რი­ლი­ის კუნ­ძუ­ლე­ბით მო­იხ­სე­ნი­ე­ბა... მას­ზე რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის იუ­რის­დიქ­ცია ვრცელ­დე­ბა, ტო­კიო კი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ებს უწო­დებს...
ამის მი­უ­ხე­და­ვად, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი აცხა­დებს, რომ რუ­სეთს მხო­ლოდ მშვი­დო­ბა სურს, რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ასე­ვე მის მო­სა­ზღვრე ქვეყ­ნებ­თა­ნაც და მსოფ­ლი­ო­ში. თუმ­ცა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ბოლო თა­ო­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბი­თა და ტექ­ნი­კით არ­მი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბას გა­ნაგ­რძობს, რათა "სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ის მზად იყოს, რო­გორც ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად, ასე­ვე მო­კავ­ში­რე­თა მხარ­და­სა­ჭე­რად".
"პუ­ტი­ნის მშვი­დო­ბი­ა­ნი ულ­ტი­მა­ტუ­მი" - ასე აფა­სე­ბენ სამ­ხედ­რო ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი რუ­სე­თის პრე­ზი­დე­ტის გან­ცხა­დე­ბას და სვა­მენ კი­თხვებს, რა სურს მას სი­ნამ­დვი­ლე­ში და რა­ტომ მი­იწ­ვია რუ­სეთ­მა ჩი­ნე­თი ამ წვრთნებ­ში, მით უფრო, რომ ასე­თი რამ ადრე არას­დროს მომ­ხდა­რა?
HIS Markit-ის წამ­ყვა­ნი ექ­სპერ­ტის ალექს კონ­ჩა­რე­ვის შე­ფა­სე­ბით, ამით რუ­სე­თი ცდი­ლობს სა­კუ­თა­რი ძლი­ე­რე­ბა წარ­მო­ა­ჩი­ნოს აზი­ა­სა და წყნა­რი ოკე­ა­ნის სა­ნა­პი­რო­ებ­ზე...
"რუ­სეთს ჩი­ნე­თი რომ არ მი­ეწ­ვია, პე­კი­ნი ამას რუ­სე­თის სა­ხი­ფა­თო აქ­ტი­უ­რო­ბად მი­ი­ღებ­და. სა­ვა­რა­უ­ო­დოდ, რუ­სე­თის სვლა რა­ი­მე სა­ხის არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბის პრე­ვენ­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა. თუმ­ცა, ამავდრო­უ­ლად, ამე­რი­კი­სა და ია­პო­ნი­ის­თვი­საც არის გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი სიგ­ნა­ლი, რომ ის მარ­ტო არ არის და თა­ნაც, "საკ­მა­ო­ზე ძლი­ე­რი და მომ­ზა­დე­ბუ­ლი არ­მია ჰყავს."
ბოლო დროს ხში­რად ის­მის კი­თხვა, რა სურს რუ­სეთს მსოფ­ლი­ოს­გან? - მას უნდა ყვე­ლას და­ა­ნა­ხოს, რომ მას­შტა­ბურ სამ­ხედ­რო წვრთნებს მხო­ლოდ ქვეყ­ნის და­სავ­ლე­თით კი არა, აღ­მო­სავ­ლე­თი­თაც ატა­რებს. სხვე­ბის მტკი­ცე­ბით, ამ წვრთნე­ბით რუ­სეთს სურს და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ოს აჩ­ვე­ნოს, რომ ის მზად არის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი კონ­ფლიქ­ტის­თვი­საც...
"ამავდრო­უ­ლად, მას ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებს რო­გო­რი იქ­ნე­ბა მსოფ­ლი­ოს რე­აქ­ცია. გან­სა­კუთ­რე­ბით, ჩი­ნე­თის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შემ­დეგ... რუ­სე­თი ორი რა­მის დე­მონ­სტრი­რე­ბას აკე­თებს - პირ­ვე­ლი, რომ მის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლო­ბის ამ­ბი­ცია აქვთ და მე­ო­რე, - მას ჰყავს მე­გო­ბა­რი, ასე­ვე უზარ­მა­ზა­რი სა­ხელ­მწი­ფო, ჩი­ნე­თის სა­ხით" - წერს სახ­მედ­რო ექ­სპერ­ტი მარკ გა­ლე­ო­ტი.
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცნო­ბით, ეს წვრთნე­ბი ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ი­გეგ­მა, ექ­სპერ­ტე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი, მა­ინც ხე­დავს კავ­შირს უკ­რა­ი­ნა­სა და სი­რი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­თან.
ალექს კონ­ჩა­რე­ვის თქმით, ამა­საც აქვს თა­ვი­სი სა­ფუძ­ვე­ლი, რად­გან შარ­შან გა­იც­ლე­ბით მცი­რე­მას­შტა­ბი­ან­მა სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბებ­მა Запад-2017-ი ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი შე­აშ­ფო­თა. ისი­ნი უცხო­ე­ლი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის ჩა­მოს­ვლას ითხოვ­დნენ, რათა რუ­სე­თის­გან მო­მა­ვა­ლი "მო­სა­ლოდ­ნე­ლი უსი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სე­ბის­თვის" თავი აე­რი­დე­ბი­ნათ.
თუმ­ცა, ექ­სპერ­ტის თქმით, არც ის არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ კრემ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბად 300 ათასს გან­გებ აცხა­დებ­დეს და სი­ნამ­დვი­ლე­ში სუ­ლაც არ იყოს იმ­დე­ნი. საქ­მე ის არის, რომ იქ სამ­ხედ­რო­ე­ბის დათ­ვლი­სა და სრუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის და­ზუს­ტე­ბის შე­საძ­ლე­ბო­ბა არა­ვის აქვს...
მარკ გა­ლე­ო­ტის შე­ფა­სე­ბით, პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბა, რომ "რუ­სე­თი მშვი­დო­ბის­მოყ­ვა­რე ქვე­ყა­ნაა, რო­მელ­საც სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მი­მართ აგ­რე­სი­უ­ლი გეგ­მე­ბი არ აქვს და მათ­გან მხო­ლოდ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სურს - ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სარ­კაზ­მია, რად­გან ამას ამ­ბობს იმ სა­ხელ­მწი­ფოს ლი­დე­რი, რო­მე­ლიც ბოლო წლე­ბია სწო­რედ სხვა ქვე­ყა­ნა­ში "აგ­რე­სი­უ­ლი სამ­ხედ­რო ქმე­დე­ბე­ბის გამო, სან­ქცი­ას სან­ქცი­ა­ზე იღებს".
ცნო­ბის­თვის, რუ­სე­თის სამ­ხედ­რო მა­ნევ­რებს ნა­ტომ, "ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი კონ­ფლიქ­ტის­თვის მზა­დე­ბა" უწო­და. ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის წარ­მო­მად­გე­ლის, დი­ლან ვა­ი­ტის გან­ცხა­დე­ბით, აგ­რე­სი­უ­ლი რუ­სე­თი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდის სამ­ხედ­რო ბი­უ­ჯეტს და შე­სა­ბა­მი­სად, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ზეც აი­სა­ხე­ბა.скачать dle 11.3
></div>
	<div class=951 / 13 სექტემბერი 2018
სხვა სიახლეები
Çàãðóçêà...
კომენტარები