Çàãðóçêà...

სასწრაფოდ! რა გახდა ვანო მერაბიშვილის ციხიდან საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზი და როგორია მისი მდგომარეობა ამ წუთებში?

„ისევ იგივე მდგომარეობაშია, რა მდგომარეობაშიც იყო, ამიტომ გახდა საჭირო მესამედ მისი გაყვანა უკვე აბსოლუტურად სხვა კლინიკაში შემდგომი გამოკვლევებისთვის. მივწერეთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, რომ გადმოგვცენ ინფორმაცია, თუ რა იყო წინა კვლევების შედეგად მიღებული, რა დიაგნოზი დაისვა, ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია“,-განაცხადა ჩივიაშვილმა.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სპეციალური პენიტენციური სამსახური ინფორმაციას ავრცელებს მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილს დანიშნული აქვს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი მკურნალობა, რომელსაც პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი უზრუნველყოფს. ა.წ. 12 სექტემბერს, პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალის გადაწყვეტილებით, მიმდინარე მკურნალობის შედეგების შეფასების მიზნით, ივანე მერაბიშვილი N9 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილი იქნა სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც თავად მსჯავრდებულთან კონსულტაციის შედეგად შეირჩა. ივანე მერაბიშვილი კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ 12 სექტემბერს 19.00 საათზე მიიყვანეს, მას დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდა, რის შემდეგაც 20:55 საათზე მსჯავრდებული კვლავ N9 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდა.
დღეს, 13 სექტემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსისგან“ მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილისთვის გუშინ ჩატარებული გამოკვლევების შედეგები მიიღო. ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით მსჯავრდებულის ადვოკატის თხოვნის დასაკმაყოფილებლად, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ივანე მერაბიშვილისგან მოიპოვა ოფიციალური თანხმობა, რათა მისი პირადი სამედიცინო ინფორმაცია მის ადვოკატს გადასცემოდა. ივანე მერაბიშვილის ადვოკატს მსჯავრდებულისთვის გუშინ ჩატარებული გამოკვლევების შედეგები და დიაგნოზი ფოსტით უკვე გაეგზავნა და განემარტა, რომ იგივე დოკუმენტაცია შეუძლია გაიტანოს ხელზეც.
რაც შეეხება დიაგნოზს, სპეციალური პენიტენციური სამსახური არ არის უფლებამოსილი მსჯავრდებულის პირადი ინფორმაცია გაასაჯაროოს, თუმცა აღნიშნავს, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.скачать dle 11.3
></div>
	<div class=3 936 / 13 სექტემბერი 2018
სხვა სიახლეები
Çàãðóçêà...
კომენტარები