Загрузка...

მოულედნელი სიურპრიზი ქართული ოცნებისთვის ექსკლუზიური ინფორმაცია შიდა კველევის ვაშაძე - 25.8%, ბაქრაძე -15%, ზურაბიშვილი - 12.8%

პირველი  რადიოსთვის ცნობილი ხდება ქართული ოცნების ბოლო შიდა სოციალური კვლევის შედეგები. რომელიც პირველ რადიოს პარტიიდან წყარომ მიაწოდა.  კვლევის შედეგების მიხედვით საპრეზიდენტო კანდიდატების მონაცემები ასე გადანაწილდა:
გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე - 25.8 %
ევროპული საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე - 15%
დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი - 12.8 %
ლეიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი შალვა ნათელაშვილი - 4.4 %
შენების მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი - 2.1%
შიდა გამოკითხვაში მონაწილეთა 33% პროცენტი კი საკუთარ არჩევანს არ ამბობს.
აღნიშნულ კვლევასთა დაკავშირებით პირველი რადიო კომენტარის მოპოვებას ქართული ოცნების დეპუტატებთან ცდილობდა, თუმცა ჩვენ სატელეფონო ზარებს მხოლოდ დიმიტრი ცქიტიშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ მას ამ კვლევის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და შესაბამისად კომენტარსაც ვერ გააკეთებს.
პირველი რადიო ასევე დაუკავშირდა ქართული ოცნების პიარ სამსახურს  სადაც განაცხადეს, რომ პარტია შიდა კვლევებს ყოველთვის ატარებს თუმცა ამ კონკრეტული კვლევის შესახებ არაფერი იციან და ასევე აღნიშნეს, რომ შესაძლოა ეს კვლევა სიმართლეს არ შეესაბამებოდეს.
შეგახსნებთ, რომ პარტია ქართული ოცნების შიდა სოციალური კვლევის შედეგები პირველ რადიოს პარტიიდან წყარომ მიაწოდა.
წყარო პირველი რადიოскачать dle 11.3
></div>
	
  
   
        
        
        <div class=4 697 / 01 სექტემბერი 2018
სხვა სიახლეები
loading...
Загрузка...
კომენტარები