Çàãðóçêà...

ივანიშვილს ცივი, ქვეწარმავლის, ძალიან უსიამოვნო თვალები აქვს ერიდე

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში 2012 წელს თბილისში ჯონ მაკკეინის ჩამოსვლა გაიხსენა და თქვა, რომ სენატორმა იგი გააფრთხილა, რომ მორიდებოდა ბიძინა ივანიშვილს, რადგან როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მაკკეინმა მას ივანიშვილზე უთხრა, რომ მას „ცივი ქვეწარმავლის, ძალიან უსიამოვნო თვალები აქვსო“. „მაკკეინი 2012 წელში რომ იყო ჩამოსული საქართველოში, მე მგონი, სანამ გაიმარჯვებდა ივანიშვილი, მითხრა ერიდეო, ძალიან საშიში კაციაო... თქვა, რომ ისეთი უსიამოვნო თვალები აქვს ქვეწარმავლისო და იყავით ძაან ფრთხილადო. ამისგან ყველაფერი უბედურება არისო მოსალოდნელი. ასე რომ, მას ჰქონდა ზუსტი ორიენტირები, ვინ ვინ არის და ეგრევე ხვდებოდა ადამიანებს... აი, ცივი, ქვეწარმავლის, ძალიან უსიამოვნო თვალები აქვსო - ივანიშვილზე. ეს იყო მისი დახასიათება, რომ ვკითხე რა შთაბეჭდილება მოახდინა-თქო. და იყავი ფრთხილადო, ძაან“, განაცხადა სააკაშვილმა.
 скачать dle 11.3
></div>
	<div class=1 110 / 28 აგვისტო 2018
სხვა სიახლეები
Çàãðóçêà...
კომენტარები