Загрузка...

ბიძინა ივანიშვილის პირველი კომენტარი თუ ვის დაუჭერს მხარს ქართული ოცნება საპრეზიდენტო არჩევნებში

"ჯერ არ ვიცი, მოგვიანებით შეგატყობინებთ. გვარებს ვარჩევთ და შეგატყობინებთ"- ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა "ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვას, დაუჭერს თუ არა ქართული ოცნება მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს.ყოფილი პრემიერი ოჯახთან ერთად აბასთუმანში იმყოფება, სადაც უკვე რამდენიმე დღეა შვებულებას ატარებს. ივანიშვილი დღეს დედათა მონასტერში იმყოფებოდა და სასულიერო პირებს შეხვდა. მისი გადაღება ჟურნალისტებმა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეძლეს. ივანიშვილს ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია, შესაბამისად უცნობია მისი პოლიტიკური გეგმებიც და ისიც, თუ რას აპირებს აბასთუმანში. კომენტარი არ გაუკეთებიათ არც სასულიერო პირებს.
ადგილობრივები კი ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი კურორტით სერიოზულად დაინტერესდა და მათ სხვადასხვა პროექტების განხორციელებას დაპირდა. ივანიშვილი აბასთუმნის ობსერვატორიაშიც იმყოფებოდა, სადაც დირექტორს შეხვდა. როგორც მაია თოდუა ამბობს, ყოფილი პრემიერი ობსერვატორიისთვის საჭირო ინვენტარით აღჭურვას და განახლებას დაპირდა.
ასევე, არსებული ინფორმაციით, ივანიშვილის აბასთუმანში ყოფნის პერიოდში ხშირად ჩადიან ქვეყნის პირველი პირები. ადგილობრივები ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ხოლო გუშინ შს მინისტრი გიორგი გახარია იმყოფებოდა.скачать dle 11.3
></div>
	
  
   
        
        
        <div class=2 270 / 27 აგვისტო 2018
სხვა სიახლეები
loading...
Загрузка...
კომენტარები