Çàãðóçêà...

ვინ არის 22 წლის ბიჭი, რომელიც ანაკლიაში ფესტივალზე გარდაიცვალა

ანაკლიაში, მუსიკალურ ფესტივალ  Echowaves-ზე 22 წლის მამაკაცი, გიორგი ნიშნიანიძე გარდაიცვალა. ის კავკასიის უნივერსიტეტში სწავლობდა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი გარდაცვალება შესაძლებელია ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციას უკავშირდებოდეს.
ექიმის განმარტებით, ანაკლიის ფესტივალიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა ორი ახალგაზრდა შეიყვანა. მისივე თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში მიყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო გოგონა სამედიცინო დაწესებულებიდან მალევე გაწერეს.
ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი ECHOWAVES ტარდება.
Echowaves Festival-ის საორგანიზაციო გუნდი მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების გამო და დაღუპულის ოჯახსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს.
როგორც საორგანიზაციო გუნდის განცხადებაშია აღნიშნული, ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, ყველა შესაბამის უწყებასთან თანამშრომლობენ.
წყარო primetime.ge
 
скачать dle 11.3
></div>
	<div class=845 / 25 აგვისტო 2018
სხვა სიახლეები
Çàãðóçêà...
კომენტარები