Çàãðóçêà...

მიხეილ სააკაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ექპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის  სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. სააკაშვილის თქმით, დღევანდელი ეგრეთ წოდებული მთავრობა სტუმრის ფონზე გამოიყურებოდა ძალიან სამარცხვინოდ. არ შეიძლება საქართველოს ჰყავდეს ასეთი „ხელის ბიჭები“ და მათ ერქვათ მთავრობ
„ძალიან საინტერესოდ თქვა ევროპის დღევანდელმა ლიდერმა, ჩვენმა ძველმა პოლიტიკურმა პარტნიორმა და საქართველოს მეგობარმა მერკელმა, რომ საქართველო მზად არის ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილებისთვის და იმაზე მეტად არის კიდევ მზად, ვიდრე სომხეთი იყო და სომხეთში დაემხო პრორუსული რეჟიმი და ოლიგარქები მოაშთეს ხელისუფლებიდან სულ ცოტა ხნის წინ და მერკელის თქმით, საქართველოში ეს ბევრად უფრო შესაძლებელია.
მე ვფიქრობ, რომ ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ყველა ხვდება, საქართველო უნდა გახდეს ღირსეული პარტნიორი მთელი მსოფლიოსთვის, მაგრამ პირველ რიგში მაგარი ადგილი საკუთარი მოქალაქეებისთვის, რათა ხალხი მასობრივად არ გარბოდეს.
დღევანდელი ეგრეთ წოდებული მთავრობა სტუმრის ფონზე გამოიყურებოდა ძალიან სამარცხვინოდ. არ შეიძლება საქართველოს ჰყავდეს ასეთი „ხელის ბიჭები“ და მათ ერქვათ მთავრობა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მერკელი შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს, ოპოზიციურ პრეზიდენტობის კანდიდატებს და არ შეხვდა მოღალატე ზურაბიშვილს, ესეც ნათელი გზავნილი იყო მთელი ევროპის. მე ვფიქრობ, ყველასთვის ყველაფერი გასაგებია და ახლა ჩვენმა ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება წლევანდელი წლის ოქტომბერში“,-განაცხადა სააკაშვილმა.скачать dle 11.3
></div>
	<div class=2 953 / 24 აგვისტო 2018
სხვა სიახლეები
Çàãðóçêà...
კომენტარები