Загрузка...

ამას არავინ ელოდა ინფორმაცია, რომელიც ახლახანს გავრცელდა ვინ არის ქართულ ოცნებაში ივანიშვილის წინააღმდეგ?

ვისაც გუშინ  მარგველაშვილი აჰყავდათ მეცხრე ცაზე დღეს უკვე სალომეს მზეს ფიცულობენ. დღეს რომ რამე შეიცვალოს და სალომე სალით ჩაანაცვლონ, ხვალ არავის გაახსენდება „დიდი დიპლომატი“.
საქმე ის კი არ არის, ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია თუ „ოცნების“ ფარული რჩეული, არამედ ის, რომ გამორიცხულია ივანიშვილმა არ იცოდეს თუ რა ხდება მმართველი პარტიის კულუარებში. დიახ, ივანიშვილმა ისევე იცის ყველაფერი, როგორც ეს მიშამ ან შევარდნაძემ იცოდა თავის დროზე. დიახ, იცის და ხელს რომ არ აძლევდეს შექმნილი რეალობა, რეგიონების „ნადზორს“ დიტო სამხარაძეს სრულ კარტბლანშს არ მისცემდა და, როგორც მოარული ხმები ამბობენ, არ ეტყოდა მას – მერე რა რომ ხალხი გაგინებს და შენი ყოფილი თანაგუნდელები აგიჯანყდნენ, მიდი, საქმეს მიაწექიო. ჰოდა, აწვება სამხარაძე „პირველ ჩვენებას“, აწვება და ბოლომდე მიაწვება, ოღონდ ბიძინა ყავდეს კარგად და „ჩიტსაც ვერ შეუწუხებენ უგრაფიკოდ“… იქით სამხარაძე, აქეთ საპრეზიდენტო არჩევნები და დაპირისპირება, რომელიც ამ ერთი სკამის გამო „ჩაისახა“.
მოკლედ, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას „ქოცნებაში“ მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც. როგორც „დაბოლილები“ ამბობენ, სალომეს მოწინააღმდეგენი ჭარბობენ სალომეს მომხრეებს, მაგრამ მოცემულობის მიუხედავად სალომემ თავისი გაიტანა და „ბოლშენსტვოს“ აჯობა. ეს რა თქმა უნდა ადვილი არ იქნებოდა, რომ არა უმრავლესობის მმართველის სურვილი. ქვედინებებს აყოლილ-ჩაყოლილები კი ფიქრობენ, რომ თავისას მაინც გაიტანენ და სალომეს „ჩაძირავენ“, ამიტომ სალომეს საპირწონედ „ქოცნება“ განიხილავდა ჩუგოშვილს, რომელსაც ასაკი არ ეყო, შემდეგ კახიანზე გაკეთდა აპელირება. კახიანი დღემდე განიხილება საპრეზიდენტო კანდიდატად.
აქ მთავარი საკითხი ის არის თუ როგორ უნდა „ჩახსნან“ სალომე ზურაბიშვილი ისე, რომ „მამა და მარჩენალი“ ე.წ. გუნდზე კი არა, არამედ სალომეზე გაბრაზდეს.
გამოსავალი ნაპოვნია – სალომეს წინააღმდეგ შავ პიარს, არც მეტი და არც ნაკლები, თავად „ქოცნება“ ააგორებს. ორი დღეა სალომე კანდიდატია და ორი დღეა მიდის „საქმის გარჩევა“ დაადანაშაულა თუ არა სალომემ საქართველო?! „ქართული ოცნება“ დუმს, აბა დამოუკიდებელ კანდიდატურას მხარს ხომ არ დაუჭერს და ერთ-ორ სიტყვას ხომ არ შეაწევს? არც თავად კანდიდატი ამბობს ამ თემაზე არაფერს.
ეს არის ერთადერთი სერიოზული რამ, რისი მოქექვაც „მოხერხდა“ სალომეს წინააღმდეგ. სხვა დანარჩენი ზღაპარია – ის რომ თურმე მალე ბებია გახდება ანუ თურმე სალომეს ბიძაშვილი „რაღაც ისე არ ფიქრობს, როგორც უნდა ფიქრობდეს“ და ა.შ.
არადა „ქოცნებას“ კომპრომატების იმედი აქვს! ამ „აჯაფსანდალს“, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სუბარი უდგას სათავეში. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სწორედ სუბარი „აიმასქნებს“ ბადეს სალომეს წინააღმდეგ.
ასეთ დაძაბულ ვითარებაში, მორიგ სავარაუდო კანდიდატად ზურაბ პოლოლიკაშვილი დასახელდა. როგორც ამბობენ, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენმდივანი „ქოცნების“ უმრავლესობას „ჭრილობაზე მალამოდ მოეფინება“ და ბოლოსდაბოლოს სალომეს საპირწონედ ნამდვილად გამოდგება. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, პოლოლიკაშვილის კანდიდატურაც „უტკაა“, უბრალოდ „საჩვენებლად“ სხვა ვერავინ შეარჩია „ოცნების“ ელიტამ.
უმრავლესობა იმდენადაა შეშფოთებული ივანიშვილის გადაწყვეტილებით „არ ყავდეს მმართველ პარტიას კანდიდატურა“, რომ მზად არის ნებისმიერს გაუკაფოს გზა. მაგრამ ერთი სუბარი და ერთი ბესელია კი არა, 10 კალაძე და 30 მდინარაძე ვერ მოერევა ივანიშვილის „ზვიგენს“. მითუმეტეს, რომ ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ე.წ. ცნობად სახეებს გასაგებად უთხრა – დაწყნარდით და შეირგეთ, რაც გაქვთო.
წყარო timer.geскачать dle 11.3
></div>
	
  
        
        
        
        <div class=1 079 / 07 აგვისტო 2018
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები