Çàãðóçêà...

მე ვიყავი ერთადერთი მსოფლიოში, ვინც აგვისტოს ომის დროს ბრძოლის წინა ხაზზე დადიოდა

აგვისტოს ომის მე–10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“ პირად გვერდზე ვიდეომიმართვას ავრცელებს.სააკაშვილის თქმით,  რუსეთი, მათ შორის, რიგი ქართველების  ჩართულობით ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რომ 2008 წელის აგვისტოს ომის დროს საქართველოს ხელმძღვანელობამ გამოიჩინა სიმხდალე.
„უხერხულია, რომ ამაზე მიხდება ლაპარაკი, მაგრამ მინდა, შეგახსენოთ, როდესაც სარკოზიმ მითხრა, რომ თუ არ მოვაწერდი ხელს იმ პუნქტებს, რომელიც რუსეთმა შემოგვთავაზა, რომლითაც ჩვენი ტერიტორიების სტატუსი საერთაშორისო ხდებოდა ღია განხილვის საგანი, მაშინ მე მეორე დღესვე მომკლავდნენ, მაშინ მე მას ვუთხარი - მირჩევნია, რომ მომკლან, ვიდრე ხელი მოვაწერო ქართული ტერიტორიების დაქუცმაცებას, ამაზე რომ მომეწერა ხელი, ახლა ივანიშვილი მე გადამაბრალებდა და დიდი ხანია, დათმობილი ექნებოდა საქართველოს ტერიტორიები. როდესაც რუსეთმა დარტოვა ღიად თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, უცხოელი ელჩები და დიპლომატები გვეუბნებოდნენ, რომ უნდოდათ ჩემი და ჩემი ოჯახის ევაკუაცია. მათ შორის ჩვენი მთავრობის წევრების, მე ამაზე ცივი უარი ვუთხარი.
მთავრობა, ფაქტობრივად ძალიან მაგრად ფუნქციონირებდა, ტყუილია ის, რომ „წითელ ხიდზე“ რაღაც რიგი დადგა, ეს არის რუსული კლიშე და პროპაგანდა, რომელსაც იმეორებენ საქართველოს მტრები, ეს არის სიცრუე. ჩვენ მოვიქეცით უკიდურესად პასუხიმდებლობით და დღეს, რომ ყოფილიყო იგივეს გავიმეორებდით.  ატრიალებენ კადრებს, როდესაც დაცვა მახტება თავზე, როდესაც წინა ხაზზე ვარ და რუსული თვითმფრინავები ქვემოთ დაფრინავენ. რომელი პრეზიდენტი დადის ბრძოლის წინა ხაზზე? მე ვიყავი ერთადერთი მსოფლიოში, ვინც ამას აკეთებდა - ეს არის სიმხდალის გამოხატულება თუ პირიქით? მოდი, ერთმანეთს ჩავხედოთ თვალებში და ვთქვათ, მე ყველაფერი გავაკეთე, რომ ჩემი სამშობლო დამეცვა. სამწუხაროდ, როდესაც რუსებმა თავისი ვასალი გამოაგზავნეს და მისი ხელით დამიწყეს დევნა, მე ძალიან ცოტა ხალხმა დამიცვა, მაგრამ ესეც სწორდება და სიტუაცია იცვლება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.скачать dle 11.3
></div>
	<div class=1 532 / 07 აგვისტო 2018
სხვა სიახლეები
Çàãðóçêà...
კომენტარები