Çàãðóçêà...

მიხეილ სააკაშვილის სკანდალური ინფორმაცია ივანიშვილზე, რომელიც ახლახანს გავრცელდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მარიხუანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ივანიშვილის და მისი დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ინტერესებს უკავშირებს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სააკაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილი და მამაცაშვილი აპირებენ სააფთიაქო ქსელში მარიხუანას ექსკლუზივის შექმნას. 
„ივანიშვილს ეს გადაწყვეტილება უნდა სხვა მიზნისთვის. იმიტომ, რომ როგორც ახლა დადგინდა უტყუარად, მისმა დეიდაშვილმა უჩა მამაცაშვილმა ჩამოიყვანა ორი კვირის წინ კოლორადოს შტატიდან ექსპერტები მარიხუანას თემაზე და ისინი აპირებენ ივანიშვილის სააფთიაქო ქსელში ექსკლუზივის შექმნას და ასობით მილიონის იმაზე გაკეთებას, რომ საქართველოს საზოგადოების ერთი ნაწილი დაბოლდეს, მოიხმარდეს მარიხუანას და ასევე ეს გადიოდეს უცხოეთში. ჯერ ბერა გამოვიდა სიმღერით ლეგალიზაციაზე და შემდეგ უკვე ივანიშვილი შემოვიდა თავისი ინტერესებით“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. скачать dle 11.3
></div>
	<div class=3 971 / 01 აგვისტო 2018
სხვა სიახლეები
Çàãðóçêà...
კომენტარები