Загрузка...

ივანიშვილი ყოველთვის უშვერი სიტყვებით ლანძღავდა საქართველოს პატრიარქს

„ვაი, მართლა საცოდავიო საქართველო! ვანო ჩხარტიშვილი წყვეტს, პატრიარქი უნდა გადადგეს  თუ არა,“ - ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვანო ჩხარტიშვილი იმ მოტივით, რომ პატრიარქი დაიღალა, მას გადადგომას ურჩევდა.საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ივანიშვილი ყოველთვის უშვერი სიტყვებით ლანძღავდა საქართველოს პატრიარქს.
„ბევრი საუბარი მე მასთან არ მქონია, მაგრამ ჩვენი საუბრის დიდი ნაწილი მისი მხრიდან ყოველთვის იყო უშვერი სიტყვებით ლანძღვა საქართველოს პატრიარქის. ნუ, არ მსიამოვნებდა ხოლმე და ყოველთვის ვაწყვეტინებდი და ეს მივხვდი მერე, რა არის. მას, როგორც ინსტიტუტი, ეკლესია აღიზიანებს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, მას კარგად ახსოვს, რა ხდებოდა ეკლესიაში მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. მათ შორის არიან პირები, რომლებიც დადიოდნენ და ყვიროდნენ - „დაგმე მიშა!“. მაგრამ მიუხედავად ამისა, მიხელ სააკაშვილის თქმით, ეკლესიაში მსახურობენ ღირსეული ადამიანები. скачать dle 11.3
></div>
	
  
        
        
        
        <div class=2 272 / 01 აგვისტო 2018
სხვა სიახლეები
Загрузка...
კომენტარები