Çàãðóçêà...

მოლაპარაკება დახურულ კარს მიღმა რაზე ისაუბრეს სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილმა

საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მხარ­და­ჭე­რის სა­კი­თხზე სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი პი­რა­დად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ჰქონ­და.პო­ლი­ტი­კურ კუ­ლუ­ა­რებ­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან“ მხარ­და­ჭე­რის მი­ღე­ბა­ზე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ივა­ნიშ­ვილს ჯერ კი­დევ მა­შინ ესა­უბ­რა, ვიდ­რე ის სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კა­ში პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რედ დაბ­რუნ­დე­ბო­და. რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ინ­ფორ­მი­რე­ბულ­მა წყა­რომ გა­ნუ­ცხა­და, ივა­ნიშ­ვი­ლი­სად­მი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის შე­თა­ვა­ზე­ბა სწო­რედ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მისი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სით მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან“ მხარ­და­ჭე­რის მი­ღე­ბა იყო. პარ­ლა­მენ­ტში იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ ამ მხრივ, ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი საკ­მა­ოდ მონ­დო­მე­ბუ­ლია და ბევ­რი იაქ­ტი­უ­რა.
ოქ­ტომ­ბრის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის თა­ო­ბა­ზე “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯერ არ მი­უ­ღია, თუმ­ცა არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­ჩევ­ნებ­ში სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტის არ­წარ­დგე­ნას და ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტო­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კან­დი­და­ტის მხარ­და­ჭე­რას პარ­ტი­ა­ში ბევ­რი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. თა­ვად პარ­ტი­ის ლი­დერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია ღიად უკვე და­ა­ფიქ­სი­რა, როცა გა­ნა­ცხა­და, რომ პი­რა­დად მისი აზ­რით, საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი გუნ­დი­დან არ უნდა და­სა­ხელ­დეს და “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ მხა­რი და­მო­უ­კი­დე­ბელ კან­დი­დატს და­უ­ჭი­როს, “ხოლო თუ ღირ­სე­უ­ლი კან­დი­და­ტი არ იქ­ნე­ბა, ეს ინ­სტი­ტუ­ტი ოპო­ზი­ცი­ამ წა­ი­ღოს“.
საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­კი­თხზე “ინ­ტერპრე­ნი­უს­მა“ ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან სა­უ­ბა­რი რამ­დენ­ჯერ­მე სცა­და, თუმ­ცა ის კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის­გან ამ დრომ­დე თავს იკა­ვებს.

скачать dle 11.3
></div>
	<div class=977 / 28 ივლისი 2018
სხვა სიახლეები
Çàãðóçêà...
კომენტარები