loading...

ივანიშვილის აღიარება და პირველი სიმართლე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის და "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" მმართველობისას პირველად თქვა სიმართლე. სააკაშვილის თქმით, ივანიშვილმა აღიარა, რომ მისი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ქვეყანა მნიშვნელოვნად გაღარიბდა და არ გაზრდილა ეკონომიკა.

მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ივანიშვილი თავის გადარჩენას ცდილობს, როდესაც საუბრობს კვირიკაშვილის და ქუმსიშვილის მიერ დაშვებულ შეცდომებზე.

სააკაშვილი მოსახლეობას ახსენებს, რომ გიორგი კვირიკაშვილი ივანიშვილის კუთვნილი ბანკი - "ქართუს" ხელმძღვანელი, ქუმსიშვილი კი, რომელსაც საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას ედავებიან, კვირიკაშვილის მოადგილე იყო.

სააკაშვილის თქმით, ქუმსიშვილმა მთელს საქართველოს იმ ვალის პროცენტი ახდევინა, რომელიც "ქართუდან" აიღო.

скачать dle 11.3
></div>
	
  
   
        
        
        <div class=1 120 / 25 ივლისი 2018
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები