Çàãðóçêà...

სასწრაფოდ! ამას არავინ ელოდა რა ხდება რეალურად - "ჩვენ ვკარგავთ აფხაზეთს!"

"აფხა­ზეთ­მა წას­ვლა გა­და­წყვი­ტა, რად­გან ის რუ­სეთს არ სჭირ­დე­ბა... “სუ­ლი­ე­რე­ბის ქვე­ყა­ნა” ყო­ველ­დღი­უ­რად იც­ვლის ორი­ენ­ტა­ცი­ას..." - წერს Свободная Пресса-ს რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი და ბლო­გე­რი ვიქ­ტორ სო­კირ­კო­სი აფხა­ზეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ და თა­ვის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­ზე ჰყვე­ბა.
მისი თქმით, ის რე­გი­ო­ნი­დან მძაფ­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი­თა და ერთი დას­კვნით დაბ­რუნ­და - რუ­სე­თი კარ­გავს აფხა­ზეთს.
“შე­საძ­ლოა, ეს ერთი შე­ხედ­ვით და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყოს, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ასეა... ამის მი­ზე­ზი სხვა­დას­ხვაგ­ვა­რია, მათ შო­რის - ეროვ­ნუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რი კრი­ზი­სი, რო­მე­ლიც რეს­პუბ­ლი­კა­ში არ შე­სუს­ტე­ბუ­ლა.
მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეკო­ნო­მი­კუ­რია, აფხა­ზეთს არ ჰყოფ­ნის ფული ცხოვ­რე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ჩანს პრაქ­ტი­კუ­ლად ცა­რი­ელ ყა­ვის და­სა­ლევ ად­გი­ლებ­ში, ფა­ცხებ­სა და რეს­ტორ­ნებ­ში. იქ, სა­დაც ადრე მა­გი­დე­ბი ხმა­უ­რი­ა­ნი სტუმ­რე­ბით იყო სავ­სე, ახლა სტუმ­რე­ბის ცა­რი­ელ ჯი­ბე­ებ­ში ქარი უბე­რავს... ამ ყვე­ლა­ფერს ერთი ახ­სნაც აქვს - აფხა­ზებს არას­დროს უყ­ვარ­დათ შრო­მა და შე­დე­გიც სა­ხე­ზეა...

და­სა­მა­ლი არა­ფე­რია, რეს­პუბ­ლი­კა სულ უფრო და უფრო მე­ტად ხდე­ბა რუ­სე­თის ფი­ნან­სებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ვი­თა­რე­ბა კი საკ­მა­ოდ მძი­მეა - სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ნად­გურ­და სა­ნა­ტო­რი­უ­მე­ბი, ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრე­ბი, გზე­ბი და ა.შ" - წერს რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი.
მი­სი­ვე თქმით, ვიდ­რე აფხა­ზე­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ არ არის აღი­ა­რე­ბუ­ლი, ინ­ვეს­ტი­ცი­ის ჩა­დე­ბას არა­ვინ რის­კავს. მით უფრო, რომ რაულ ხა­ჯიმ­ბას წი­ნა­მორ­ბე­დებს, სერ­გეი ბა­ღაფშსა და ალექ­სან­დრე ან­ქვაბს რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ბევ­რი არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბი­ათ. ბოლო წლებ­ში, იქ ტუ­რის­ტე­ბის ნა­კად­მა საკ­მა­ოდ იმა­ტა. ამას­თან, ვიქ­ტორ სო­კირ­კოს თქმით, აფხა­ზე­თი­დან სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დი­სა და აფხა­ზეთ­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბის­თვის გა­ზი­დეს სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი, რა­შიც აფხა­ზეთს საკ­მა­ოდ კარ­გად გა­და­უ­ხა­დეს.

Свободная Пресса-ს სტა­ტი­ა­ში ჟურ­ნა­ლის­ტი წერს, რომ 2014 წლი­დან ვი­თა­რე­ბა ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა. ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა და რაულ ხა­ჯიმ­ბამ ორ­მხრივ შე­თან­ხმე­ბას მო­ა­წე­რეს ხელი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის შე­სა­ხებ, რა­საც აფხა­ზეთ­ში სო­ცი­ალ-ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა და ფო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა უნდა მოჰ­ყო­ლო­და, თუმ­ცა ბევ­რი რამ ფურ­ცელ­ზე დარ­ჩა.
“თავ­და­პირ­ვე­ლად, აფხა­ზეთ­ში რუ­სე­თი­დან 8 მი­ლი­არ­დი რუბ­ლის გა­და­რი­ცხვა იგეგ­მე­ბო­და, თუმ­ცა შემ­დეგ ეს ციფ­რი 4 მი­ლი­არ­დამ­დე შემ­ცირ­და. რო­გორც აფხა­ზეთ­ში ამ­ბო­ბენ, ამ თან­ხის უმე­ტე­სო­ბას რეს­პუბ­ლი­კამ­დეც არ მი­უღ­წე­ვია. კერ­ძოდ, 2016 წლის სა­ინ­ვეს­ტი­ციო პროგ­რა­მე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი 3,7 მი­ლი­არ­დი­დან, აფხა­ზე­თამ­დე მხო­ლოდ 180-მა მი­ლი­ონ­მა მი­აღ­წია.
ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ბა­ღაფ­ში­სა და ან­ქვა­ბის დროს, 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ტუ­რის­ტე­ბის ნა­კა­დი საკ­მა­ოდ გა­ი­ზარ­და და შე­მო­სა­ვალ­მა 32 მი­ლი­არდ რუბლს მი­აღ­წია, მა­შინ რო­დე­საც ხა­ჯიმ­ბას 3-წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბი­სას რეს­პუბ­ლი­კა­ში მხო­ლოდ 5 მი­ლი­არ­დი ჩა­ი­რი­ცხა. ამას­თან, სამ­შე­ნებ­ლო ბუმი დას­რულ­და, რა­მაც რუსი დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის ყი­რი­მის გახ­სნა­მაც შე­უ­წყო ხელი - აფხა­ზეთ­ში ტუ­რის­ტე­ბის ნა­კა­დი მკვეთ­რად შემ­ცირ­და. ამას­თან, და­ი­წყო აფხა­ზუ­რი ბან­კე­ბის რე­ვი­ზია და აღ­მოჩ­ნდა, რომ რეს­პუბ­ლი­კა­ში ფული არ არის, ანუ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­სა და ბიზ­ნეს­მე­ნებს ის ქვეყ­ნი­დან გა­აქვთ.

არ­სე­ბობს კი­დევ ერთი ფაქ­ტო­რი - სა­ქარ­თვე­ლოს სის­ტე­მა­ტუ­რი მუ­შა­ო­ბა. საქ­მე ის არის, რომ ქარ­თვე­ლებს რამე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო­გო­ნე­ბა არ სჭირ­დე­ბათ, ისი­ნი უბ­რა­ლოდ კონ­ტრგა­მო­სავ­ლებ­ზე მუ­შა­ო­ბენ; რუ­სე­ბი უშ­ვე­ბენ თა­ვი­ანთ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აფხა­ზუ­რი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ნა­წარმს? – ქარ­თუ­ლი მხა­რე აცხა­დებს, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი მი­ზე­ზის გა­რე­შე შე­ი­ძენს ყვე­ლა­ფერს, რა­საც აფხა­ზეთ­ში აწარ­მო­ე­ბენ - თხილს, მან­და­რინს, თაფლს და ა.შ. თა­ნაც საკ­მა­ოდ ღირ­სე­ულ ფა­სად," - წერს რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა­ზე გე­ნი­ა­ლუ­რი სვლა არის სა­ქარ­თვე­ლოს მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა - ქვეყ­ნის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აფხა­ზებს შე­უძ­ლი­ათ სრუ­ლი ჯან­დაც­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბის უფა­სოდ მი­ღე­ბა. ეს ეხე­ბა კონ­სულ­ტა­ცი­ებს, ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ და დი­აგ­ნოს­ტი­კურ კვლე­ვებს, ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვას.
”შე­საძ­ლოა, აფხა­ზეთს მო­უ­წი­ოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და­ვი­წყე­ბა, რად­გან ქარ­თუ­ლი არ­მია ეს აღარ არის 1992 წლის სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბა, მე­ტიც - არც 2008 წლის ცხინ­ვალ­ში მებ­რძო­ლი ჯარი. ის ახლა ნატო-ს სტან­დარ­ტე­ბის ინ­სტრუქ­ტო­რე­ბის მიერ იწ­ვრთნე­ბა და ეს არის 37-ათა­სი­ა­ნი მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც ბო­ლომ­დე მზად არის გა­არ­ღვი­ოს ენ­გუ­რი, სო­ხუ­მამ­დე ჩა­ვი­დეს და ასეთ დროს რუ­სეთს საქ­მე­ში ჩარ­თვას არა­ვინ ურ­ჩევს, რად­გან ბევ­რი რა­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო ათას­ჯერ მარ­თა­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან ეს მისი მხრი­დან ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნაა,” – წერს ჟურ­ნა­ლის­ტი ვიქ­ტორ სო­კირ­კო­სი და დას­ძენს, რომ სა­კუთ­რივ აფხა­ზურ მხა­რეს "ორი ათა­სი­ა­ნი ხიშ­ტით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კა­ცის გარ­და, არაფ­რის და­პი­რის­პი­რე­ბა შე­უძ­ლია".
ბლო­გე­რის მო­საზ­რე­ბით, თუ მოს­კოვს აფხა­ზეთ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ჩა­დე­ბა არ შე­უძ­ლია, კარ­გი იქ­ნე­ბა ბა­ზა­რი მა­ინც გა­უხ­სნას აფხა­ზურ ნა­წარმს, თუნ­დაც მი­ნე­რა­ლურ წყალს. მით უფრო, რომ ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თაა ხილი და ბოსტნე­უ­ლი და კარ­გი იქ­ნე­ბა ხილ­ფა­ფე­ბი­სა და მუ­რა­ბე­ბის სა­კი­თხი მა­ინც მოგ­ვარ­დეს:
 
განაგრძე კითხვაскачать dle 11.3
></div>
	<div class=5 759 / 13 ივლისი 2018
სხვა სიახლეები
Çàãðóçêà...
კომენტარები