Çàãðóçêà...

მკვლელობის სასტიკი დეტალები "ჯერ მამაკაცი მოკლა, შემდეგ მის მეუღლეზე ძალადობა სცადა ბოლოს კი ატირებული 4 წლის ბავშვს ესროლა"

მწყემსს, რომელიც ხადას ხეობაში სმიტების ოჯახს სასტიკად გაუსწორდა, სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმარი, მცირეწლოვან ბავშვთან ერთად 4 ივლისს ჩავიდა. რთულ რელიეფზე გზის გაკვლევა მათ ერთ-ერთმა მწყემსმა შესთავაზა. რამდენიმე საცალფეხო ბილიკის გავლის შემდეგ გამცილებელსა და ახალგაზრდა ტურისტებს შორის შელაპარაკება მოხდა. ხადას ხეობაში ყვებიან, რომ ჩხუბის დროს მწყემსმა ჯერ რაინ სმიტი მოკლა და მის მეუღლეზე ძალადობა სცადა, გაქცევის დროს ლორან სმიტი ხევში გადავარდა. ამ დროს მომტირალ ბავშვს, რომელმაც მშობლების სიკვდილს უყურა, მალხაზ კობაურმა სანადირო თოფიდან ესროლა.
მოკლული ბავშვის ცხედარი მალხაზ კობაურმა სამართალდამცავებს თავად აჩვენა.
ოფიციალური ვერსიის არ სჯერა დაკავებულის ოჯახს. მალხაზ კობაურის მშობლები ირწმუნებიან, რომ სასტიკი დანაშაული მათ შვილს არ ჩაუდენია და სამართალდამცველები აიძულებენ, რომ მკვლელობა აღიაროს. скачать dle 11.3
></div>
	<div class=531 / 09 ივლისი 2018
სხვა სიახლეები
Çàãðóçêà...
კომენტარები