Çàãðóçêà...

ადრე რაც იყო იყო... მომდევნო ოთხი წელიწადი იქნება ძალიან შთამბეჭდავი გეფიცებით

მე ვფიქრობ, რომ მომდევნო ოთხი წელიწადი იქნება ძალიან შთამბეჭდავი, ძალიან აღმშენებლობითი საქართველოში – აი, გულწრფელად შემიძლია შვილები დავიფიცო, რომ ეს განწყობა მაქვს, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მცხეთა-მთიანეთში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს.მისი თქმით, საქართველოს აღმშენებლობის პროცესში თავადაც აქტიურად იქნება ჩართული.
“ანტაგონიზმი დასრულდება ამ არჩევნებით და უფრო დაბალანსებული პოლიტიკა იქნება. ხალხი ვართ ჩვენ ძალიან ტოლერანტული, ძალიან შემგუებელი. გადით მოედანზე და ნახეთ, გინდათ რელიგიის, გინდათ სხვა რამის მიხედვით, ქართველები ვართ არა შემთხვევით, ისტორიულად ჩამოყალიბებული, გენეტიკურად ჩამოყალიბებული ხალხი, რომ ევროპაში ჩვენი ხიბლი შევიტანოთ განსაკუთრებული.
მე ვფიქრობ, რომ მომდევნო ოთხი წელიწადი იქნება ძალიან შთამბეჭდავი, ძალიან აღმშენებლობითი საქართველოში. ისიც მოხერხდება, რომ აგიტაციის მსხვერპლი რომ იყო საზოგადოების გარკვეული ნაწილი, მე მგონი ამასაც ბოლო მოეღება. საზოგადოებამ ბევრი ისწავლა ოთხი წლის განმავლობაში. შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, დარწმუნებული ვარ, “ნაციონალური მოძრაობა” ვეღარ მოახერხებს ამ თავისი ხელწერის გავრცელებას და პროცესში ჩართულობა და თვითონ აღმშენებლობის პროცესი იქნება ძალიან შთამბეჭდავი და ძალიან კარგი. მე პირადად ეს განწყობა მაქვს გულწრფელად, არ იფიქროს ვინმემ რომ საარჩევნოდ ვამზადებ. აი, გულწრფელად შემიძლია შვილები დავიფიცო, რომ ეს განწყობა მაქვს.
ამისთვის ვიბრძვი და ამისთვის ვიღწვი, თუ გნებავთ პირადად, რომ მშენებლობა მიყვარს საოცრად, მეც მინდა რომ ამ პროცესში ვიყო მონაწილე…. ოთხი წლის განმავლობაში დაიწყება შემობრუნება – ვიზა-ლიბერალიზაციას მივიღებთ სწრაფად და ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც საშოვარზეა გადახვეწილი საზღვარგარეთ, ნელ-ნელა დაიწყებს შემობრუნებას. რვა წლის შემდგომ ნახავთ, რომ საქართველოს ძალიან დიდი ნაწილი მოქალაქეების საქართველოში დაბრუნდება და აქ იპოვის საკუთარ საქმეს და საკუთარ საწნახელს. გარეთ ქართველები ვერ ვვარგივართ… და ვერც მე ვივარგე”, – განაცხადა ივანიშვილმა.скачать dle 11.3
></div>
	<div class=6 377 / 06 ივლისი 2018
სხვა სიახლეები
Çàãðóçêà...
კომენტარები